21 იანვარი, 2020
რას ჰყვება ნინო ორდენიძე 19 წლის მარიამ კალომლეწავის შესახებ, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის
19 წლის მარიამ კალომლეწავი თავის ტვინის სიმსივნეს ებრძვის. მას ექიმებმა ეს დიაგნოზი მოულოდნელად დაუსვეს და ახლა მკურნალობისთვის 250 000 დოლარი სჭირდება, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.
„რეიტინგი“ მარიამის ნათესავს ნინო ორდენიძეს დაუკავშირდა.

- ნინო, მარიამის შესახებ გვიამბეთ...
- მარიამი 19 წლის არის, აქ სწავლობდა პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში, შემდეგ ოჯახმა ე.წ. „მწვანე კარტა“ მოიგო და ორი წლით საცხოვრებლად გადავიდნენ ამერიკაში. მარიამი იქ სკოლაში სწავლობდა, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში, რადგან მეგობრები აქ ჰყავს. აპირებდა უნივერსიტეტში ჩაბარებას, მაგრამ ეს
ვერაგი დაავადება დაემართა.

- როგორ დაემართა ეს დაავადება?

- თავის ტკივილები ხშირად აწუხებდა. აქაც ჩაიტარა გამოკვლევები და ამერიკაშიც, ორივე ქვეყნის ექიმებმა უთხრეს, რომ ჰქონდა შაკიკი. შარშან საქართველოში ჩამოვიდა და მეგობრებთან ერთად წავიდა ბათუმში. იქ გახდა ცუდად, დაეწყო თავის ტკივილი, ღებინება და ა.შ. სასწრაფოდ ჩამოვიყვანეთ თბილისში და არამიანცის საავადმყოფოში გაუკეთეს ოპერაცია, სადაც დაუსვეს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი. ეს მოხდა აგვისტოს ბოლოს და ექიმმა გვითხრა, რადგან ამერიკის მოქალაქეა, იქნებ იქ ჩაიყვანოთ და უმკურნალოთო. იქ წავიდა და დადგინდა, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს. თავში უგროვდება წყალი, რომელიც აწვებოდა ტვინზე და ამას აქვს გაუსაძლისი ტკივილები. არ ვიცი, ასე უცებ რატომ დაუმძიმდა მდგომარეობა, და ასეთი ვერაგი დიაგნოზი დაუსვეს არაჩვეულებრივ და ულამაზეს გოგონას, რომელსაც უამრავი გეგმა ჰქონდა და აქვს წინ. უკვე 6 ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ქიმიოთერაპიის პროცედურები. ქიმიოთერაპიის დროს კომაში ჩავარდა, რადგან უამრავი ნარკოზი ჰქონდა გადატანილი და დასუსტებული იყო.

- ამბობენ, რომ ტკივილები არ უჩერდება...
- ასეა, თავში უგროვდება წყალი და დრენაჟი უდგას. ახალი წლის დღეებში შეიძლება ითქვას, გამოკეთდა, უფრო სწორად საიმედო ნიშნები გაჩნდა, წამოაყენეს საწოლიდან და დაჯდა. ახლა თითებსაც ამოძრავებს. ამერიკელმა ექიმებმა ურჩიეს ოჯახს, რომ ფლორიდის კერძო კლინიკაში თუ გაივლის რეაბილიტაციას, გაუხანგრძლივდება სიცოცხლე და შეუმსუბუქდება მდგომარეობა. ამას კი სახელმწიფო არ აფინანსებს და ამიტომ მისი მეგობრების გადაწყვეტილებით, ვცდილობთ ხალხს მივაწვდინოთ ხმა და დაგვეხმარონ.

- სახელმწიფო არ გეხმარებათ?
- ორი დღის წინ დავიწყეთ ეს ყველაფერი, მის დასახმარებლად მეგობრებმა შექმნეს ჯგუფი, ყველა უწყებას მივმართავთ, ასევე ფონდებს. მეუხერხულება კიდეც დახმარების თხოვნა, რადგან ქვეყანაში ასეთი გაჭირვებაა და უამრავ ბავშვს სჭირდება დახმარება, მაგრამ ყველაფერს ვცდილობთ მის გადასარჩენად.

საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია საქართველოდან ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის. დარეკეთ 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი)

ასევე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით. (მინიმალური შენატანი 1 ლარი) განყოფილება ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი "სიკეთის კვალი". დანიშნულებაში მიუთითეთ: 19 წლის მარიამისთვის.



ლიბერთი ბანკი

GE43LB0711170075564000

TBC bank

GE97TB7716645061600008

საქართველოს ბანკი

GE89BG0000000902975700

მიმღები : ივანე კალომლეწავი ( მამა)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS