20 იანვარი, 2020
კანონიერი ქურდი მილიონ დოლარს მაძლევდა - რას ჰყვება ქართველი მასაჟისტი, რომელიც ჩეჩენ გენერლებს მკურნალობდა
კირილ ზაიკინსა და მის მეუღლეს, ნინო ფურცელაძეს ბევრი იცნობს. ისინი ცნობილი მასაჟისტები არიან. ის ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, სადაც NBA-ს კალათბურთის გუნდთან მუშაობს.

„მაიამიში საკალათბურთო გუნდთან ვთანამშრომლობ, კერძო პაციენტებიც მყავს, მაიმის მილიონერები ჩემი კლიენტები არიან“,- ამბობს კირილ ზაიკინი.

ის იხსენებს ერთ-ერთ ისტორიასაც, რომელიც თბილისში მოხდა.

„თბილისში ცნობილი კანონიერი ქურდი ჩამოვიდა მოსკოვიდან და ერთ დღესაც ჩემს სამსახურთან ჯიპი გაჩერდა. კაცი ავტომატიანმა დაცვამ გადმოაცილა. მოკლედ მასაჟი გავუკეთე. მეორე დღეს მისი წერილი გადმომცეს, მანქანით წყნეთში უზარმაზარ აგარაკზე წამიყვანეს, ჯიპიდან რომ
გადმოვედი, დაცვა ავტომატებით გადამეღობა. გამოვიდა ეს ე.წ. ქურდი და მეუბნება: თითი მტკივა და ერთ კვირაში თუ მომარჩენ, მილიონს მოგცემ, ორ კვირაში ისევ მილიონს, თუ სამ კვირაში ნახევარს. ამ სახლში იცხოვრებ და ჩემს შვილებს არაფერს ეტყვიო. ერთ კვირაში მოვარჩინე, ჩამოვიდნენ მისი შვილები, სუფრა გაშალეს და ამ დროს ინფარქტი დაემართა და სასწრაფოდ ისრაელში გაადააფრინეს, იქ გარდაიცვალა. ასე გაფრინდა ჩემი მილიონი“, - ამბობს ცნობილი მასაჟისტი გაზეთ კვირის პალიტრასთან.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS