შეიძლება ითქვას, რომ ქართული წარმოშობის მომღერლებიდან, ბუბა კიკაბიძის შემდეგ, პავლიაშვილი ერთ-ერთია, რომელიც რუსებმა განსაკუთრებულად შეიყვარეს.
წლების წინ საქართველოში ძალიან პოპულარულმა მომღერალმა, სხვა ბევრი ქართველის მსგავსად, კარიერის გასაკეთებლად რუსეთს მიაშურა. პავლიაშვილს რუსულ ბაზარზე უკვე იცნობდნენ და ამიტომ თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია.
მაშინ მომღერალი საქართველოში ნინო უჩანეიშვილზე იყო დაქორწინებული და
წყვილის ურთიერთობა უკვე 22 წელს ითვლის, ოფიციალურად კი, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს.
პავლიაშვილები მოსკოვის გარეუბანში გრანდიოზულ ვილაში ცხოვრობენ. მათთან ერთად ცხოვრობს სოსოს უფროსი შვილი, 32 წლის ლევან პავლიაშვილი.
ლევანი რუსულ ბომონდში კარგად ცნობილი სახეა. ის წლების წინ მამამ საქართველოდან წაიყვანა და ბიჭმა მოსკოვში სამხედრო სასწავლებელში მიიღო განათლება, თუმცა, პროფესიით არასოდეს უმუშავია.
გარდა გარეგნული მსგავსებისა, მამას ის ნიჭითაც დაემსგავსა. ლევან პავლიაშვილი კარგად მღერის. გარდა ამისა, მომღერალმა უფროსი ვაჟი საკუთარ ბიზნესში ჩართო და ის მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კარაოკე-ბარს Небо на ладони-ს ხელმძღვანელობს. ეს ბარი სოსო პავლიაშვილის საკუთრებაა. უმცროსი პავლიაშვილი დიდ დროს ატარებს ბარში და თავადაც მღერის.
მდიდარი მამის შვილი, როგორც მას რუსულ მედიაში მოიხსენიებენ, შეყვარებულია. გაგრძელება