ღორის წელში ყველაზე სკანდალური პერსონა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ. ის საზოგადოებას თავს არასდროს ავიწყებდა და მუდმივად იყო ყურადღების ეპიცენტრში.
ყველაზე დიდი სკან
2019 წლის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი აღმოჩნდა სარესტორნო წყვილის გიორგი და ლელა წერეთლების ოჯახის დანგრევა. წყვილს რამდენიმეწლიანი ოჯახი ჰქონდა, თუმცა, მოულოდნელად დაშორდნენ. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ განშორების ინიციატორი გიორგი წერეთელი იყო, რადგან ლოლა წერეთელს ქმართან შერიგების იმედი დიდხანს ჰქონდა.
ქართულ შოუ-ბიზნესს სკანდალები არ აკლია, მაგრამ ისეთ თამამ აღიარებებს, რაც თიკა ჯამბურიამ გააკეთა ია ფარულავას გადაცემაში, იშვიათად აკეთებენ. თიკა ჯამბურიამ გადაცემაში განაცხადა, რომ მის ყოფილ შეყვარებულს, ზუკა ყალიჩავას არც მეტი არც ნაკლები ღალატის გამო დაშორდა. თიკას თქმით, ზუკამ მას მეგობართან, მომღერალ ია ტომაშთან უღალატა.
თიკა გასულ წელს კიდევ ერთი დიდი სკანდალის ობიექტი გახდა, საკუთარ სახლთან მანქანის დაპარკინგების გამო, სამართალდამცავებმა ის 8 წლის შვილთან ერთად დააკავეს.
ამ ზაფხულს პრესა მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის რომანზე ალაპარაკდა. ნინი გიორგის ბავშვობის სიყვარულია, ზაფხულში ისინი ერთად იმყოფებოდნენ ფრანგულ რივიერაზე დასასვენებლად და ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც გიორგის ჰქონდა საფრანგეთში. თბილისში წყვილის რომანზე დიდხანს საუბრობდნენ, თუმცა, ჭორებს გიორგიმ დაუსვა წერტილი და განაცხადა, რომ მას და ბადურაშვილს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ.
ამ წლის სკანდალური პერსონა აღმოჩნდა მოდის კრიტიკოსი და ბლოგერი დალი ჩიტალაძე. ის ე.წ. ბატონყმობის სკანდალში გაეხვა. უმშვენიერესმა დალი ჩიტალაძემ საზოგადოებას თავი ახალ ამპლუაში წარუდგინა, მან „მასტერშეფში“ მიიღო მონაწილეობა, კასტინგზე პირად ასისტენტთან, გიორგი ნაზღაიძესთან ერთად მივიდა. ამან კი საზოგადოება გააღიზიანა და დალის მონათმფლობელი უწოდა.
ისევე როგორც შარშან, 2019 წელსაც შოკში ჩააგდო საზოგადოება მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა. ის ბიზნესმენ ქმარს, ირაკლი ნანაძეს დაშორდა. ბეგაშვილმა მილიონერი 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მიატოვა და იუსტიციის სახლში განქორწინების დოკუმენტსაც მოაწერა ხელი.
ამ წელს აქტუალურობას არ კარგავდა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. ის არაერთხელ გახდა სკანდალის მიზეზი, თუმცა, საზოგადოების დიდ ნაწილში განსაკუთრებული აგრესია მაშინ გამოიწვია, როდესაც საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი გახდა. მან მომჩივანი გოგონას შესახებ, რომელიც ჯიშკარიანს მძიმე ბრალდებებს უყენებს, მწვავე განცხადებები გააკეთა. მარიამ კუბლაშვილს ამ განცხადებების გამო, თამთა თოდაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უჩივლა, რის გამოც ადვოკატი 1000 ლარით დააჯარიმეს.
2019 წელს გახდა საჯარო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და მარკეტინგის მენეჯერის, იანა კოკოულინას 6-წლიანი სიყვარულის ამბავი. ბახტაძე საცოლესთან ერთად არსად ჩნდება, თუმცა, წყვილს უკვე ტყუპიც ჰყავს. მათ ანა და გიორგი დაარქვეს.
სკანდალები არ აკლდა 2019 წელს მედია ბაზარს, თუმცა, ყველაზე დიდი ხმაური სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს მოჰყვა. ამ განაჩენის მიხედვით, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. ამ ამბავში ყველაზე სკანდალური ნინო შუბლაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის დაპირისპირება გახდა. შუბლაძე და ჟორჟოლიანი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მათ ნათელ-მირონობაც აკავშირებთ, თუმცა, პოლიტიკური ინტერესების განსხვავებულობის გამო, მათი მეგობრობა დასრულდა. ამ ფაქტზე ჟორჟოლიანი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნებულ „რუსთავი 2“-ში სამუშაოდ დაბრუნდა ნინო შუბლაძე.
სკანდალური აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის მიერ გაკეთებული სიკეთე. მან გადაწყვიტა და ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში 1.1. მილიონი დოლარი გადარიცხა. ბერას ქველმოქმედება დაუწუნეს და ზოგმა დასცინა კიდეც, თუმცა, ბერა ამ ქმედების გამო, ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის ელჩის“ ტიტულის მფლობელი გახდა ბრაზილიელებისგან.
წლის ბოლო სკანდალი ნაძვის ხეს მოჰყვა. ნაძვის ხე, რომელიც მილიონი დოლარი დაჯდა და კახა კალაძემ იტალიიდან ჩამოიტანა, ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა დაიწუნა. მართალია, ამ ნაძვის ხის გარშემო ვნებათაღელვა უკვე ერთი კვირაა არ წყდება, თუმცა, ის, ვინც ნაძვის ხეს აკრიტიკებს, ყველაზე მეტ სურათს და სთორს სწორედ იმ ნაძვის ხის ფონზე იღებს.