26 მაისი, 2013
ექსკლუზიური ინტერვიუ უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოგდებულ გვანცა ადამიასთან
მე მხოლოდ მეგობრობას ვთავაზობდი და მშვიდად იღებდა ჩემს ამ პასუხს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი კვირით ადრე რაღაც მომწერა „ფეისბუქზე“. უპასუხოდ დავტოვე. საზოგადოებამ „რეიტინგის“ წყალობით შეიტყო, რომ გვანცა ადამია ქართლოს ნატროშვილის ნათესავია. ერთ-ერთი ვერსიით, გვანცას და ვანოს კამათი სწორედ პრეზიდენტის პაროდისტთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა, რომელიც გვანცამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.
22 წლის გვანცას საავადმყოფოდან გამოწერის ამბავი სწორედ ქართლოსისგან შევიტყვეთ და ვთხოვეთ, მასთან სახლში მივეყვანეთ. ქართლოსიც არ დაგვზარდა.

- პირველივე შეხვედრაზე ვიგრძენი, რომ არ მომწონდა. ვუთხარი, სიყვარულს
ვერ აგიკრძალავ, მაგრამ ჩემგან იმედი არ გქონდეს-მეთქი. იმ დღის მერე არ მომცილებია, სულ თან დამყვებოდა. იმ ლექციებსაც ესწრებოდა, რომელიც მას პროგრამით არ ეკუთვნოდა. იცოდა, რომ სამი საათი მიგრძელდებოდა ლექციები. ამ ხნის განმავლობაში მეტროსთან იდგა და მელოდა. მე მხოლოდ მეგობრობას ვთავაზობდი და მშვიდად იღებდა ჩემს ამ პასუხს. სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, სამი კვირით ადრე რაღაც მომწერა „ფეისბუქზე“. უპასუხოდ დავტოვე. ძალიან გაღიზიანებულმა დამირეკა. დილა იყო. თავს არავის ავაგდებინებ, დებილივით მექცევი, იდოიტი გგონივარო. ისედაც მეზიზღება ეს დედა...ლი ქვეყანა და თუ შენთან არაფერი გამომივიდა, საერთოდ წავალ აქედანო. გავბრაზდი, ასე რომ მელაპარაკა. რის პასუხს მთხოვ, რამე გაგრძნობინე? თუ შენთვის ილუზიებს იქმნი, ეს შენი პრობლემაა-მეთქი, ვუპასუხე. არ მომეშვა, სამ კვირას გაძლევ, მოიფიქრე და პასუხი მითხარიო. არანაირი სამი კვირა არ მჭირდება, ახლავე გეუბნები, რომ ჩვენ შორის არაფერი არ მოხდება-მეთქი, ვუთხარი.
- ამ შემთხვევამდე აგრესია არ გამოუვლენია შენთან, ეჭვიანობის სცენები თუ გაუმართავს?
- კი, როგორ არა, ის რატომ გიყურებდა, ამან რატომ შემოგხედაო, მეუბნებოდა. ერთი-ორ ბიჭს მოვწონდი უნივერსიტეტში. ეს გაუგია და აგრესიას გამოხატავდა მათ მიმართ ჩემთან საუბრის დროს. რას ჰგვანანო, მეუბნებოდა, ჩემს „ფეისბუქსაც“ აკონტროლებდა. ქართლოსთან რომ გადავიღე სურათი ბიძაშვილის დაბადების დღეზე, არ ესიამოვნა.
- როგორი ნათესავია ქართლოსი შენი?
- ბიძაშვილის დეიდაშვილია. დაიწყო ეჭვიანობა ქართლოსზე, რას ჰგავსო, ამბობდა. გრიმს რომ უკეთებენ, კიდევ არა უშავს და ამ ფოტოში არ არის ლამაზი, მე უგრიმოდაც ლამაზი ვარო. პატარა ბავშვივით ლოგიკა ჰქონდა. ბიძაშვილის დეიდაშვილი რანაირი ნათესავიაო, მითხრა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 27 მაისის ჟურნალ „რეიტინგში“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
იგორი
ფუ სუფთა ბნელი ყოფილა,ეგ შავბნელი საერთოდ რატო პირველი წუთიდანვე არ მოიშორე,რა სამართლადამცავები არ არსებობდნენ ჭკუის სასწავლებლად თუ რა? მარა ეგეთია ქართული მიდგომა...
07:39 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
მიხარია რომ გამოჯანმრტელდი. უფალი გფარავდეს
09:56 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ღვთის შვილი ხარ გვანც იმ დღეს ყველას შენთვის ულოცვია.ძალიან მიხარია რო ყველაფერი კარგად დამთავრდა,
13:31 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატუკა
უნივერსიტეტში ჯანმრთელობის ცნობებს ყალბად რომ არ გასცემდნენ,იქნებ ამ ბიჭისნაირებს არ ესწავლათ და საბრალო გოგოს ასეთი სტრესი ასცდებოდა! მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი გადარჩა!
14:50 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რმერთს ყვარებიხარ,დიდება მის სახელს!.
14:48 / 27-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS