საბედნიეროდ, 2019 წელს მათი დახმარების სურვილი არაერთ ადამიანს გაუჩნდა და სიკეთე გადამდებიც გახდა.
გთავაზობთ, ცნობილ ქართველებს, რომლებმაც საზოგადოებას თავი 2019 წელს კეთილი საქმეებით დაამახსოვრეს.
ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერ ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებას წელს ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა. მან გადაწყვიტა და ამაზონის ტყის დახმარების ფონდში 1.1 მილიონი გადარიცხა. ბერა ამ საქციელის გამო ბევრმა გააკრიტიკა. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი
„პირველი არხის“ ჟურნალისტი ნინუცა კახნიაური არაერთი საინტერესო რეპორტაჟის ავტორია, თუმცა, ყველაზე დიდი რეზონანსი მის მიერ აღმოჩენილი ბავშვების, ბექასა და მარის ისტორიას მოჰყვა. პატარების ფოტო სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, როცა ისინი ერთ-ერთ ფილმში გადაიღეს.
ქვეშეთელ მარისა და ბექას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნინუცამ კი ბავშვებზე ზრუნვა მხოლოდ სიუჟეტით არ დაასრულა და რამდენიმე დღეში, მათ საჩუქრები მიუტანა და გაახარა.
კიდევ ერთი კეთილი საქმე, რომელიც ნინუცა კახნიაურმა გააკეთა, ის გახლავთ, რომ საახალწლოდ მან გიორგი მანჯავიძესთან ერთად, ქუჩაში მდგომ მოხუცებს ოცნებები აუსრულა და საჩუქრები მიუტანა.
პროდუსერი და მომღერალ სალომე ბაკურაძის ქმარი, ლაშა ბასლანძე სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი ბიზნესით დაკავდა. მან რესტორანი გახსნა. ლაშა და სალომე ხშირად ეხმარებიან გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა, პროდუსერის ბოლო გადაწყვეტილებამ სოციალური ქსელი ვირუსულად მოიცვა. მისი გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ, საკუთარ რესტორანში ახალ წელს და ნებისმიერ დროს შეეძლებათ უფასოდ მიიღონ საკვები.
მოდელი ლიკა ქორქია ბოლო დროს აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ აქტიურობაში. ის უამრავ ადამიანს ეხმარება. თუმცა, გადაწყვიტა ახალ წელს მისმა ქველმოქმედებამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და სხვადასხვა ადამიანის დახმარებით უკვე ათეულობით ოჯახი გაახარა.
ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარიამ გრიგოლია საქველმოქმედო საქმიანობაში რამდენიმე კვირის წინ ჩაერთო. მან და მისმა მეგობრებმა, საკუთარი ხარჯებით, ტკბილეული და სხვა ნივთები შეიძინეს და უამრავი ოჯახი გაახარეს.
"მის საქართველო" ნინი გოგიჩაიშვილი აქტიურადაა დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. ის ამჯერად იმ პატარების გახარებაზე ზრუნავს, რომლებსაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. ნინიმ რამდენიმე ათეულ ოჯახს მიუტანა ტკბილეული და პატარები გაახარა. ცხადია, ამ საქმეში მას სხვებიც დაეხმარნენ.
ზაფხულში ნინი იაშვილის კლინიკის ბავშვებს ეწვია და საჩუქრები მიართვა. ხოლო შემდეგ - შატილის სკოლა-პანსიონს, სადაც ყველა ბავშვს მათთვის სასურველი საჩუქრები მიუტანა და გაახარა.
ბუნებრივია, ქველმოქმედი ადამიანების რიცხვი აქ ჩამოთვლილი ადამიანებით არ ამოიწურება, სიკეთე გადამდებია და ამ საქმეში ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი ერთვება.