30 დეკემბერი, 2019
2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ
2019 წელი ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში და არა მხო­ლოდ შოუ-ბიზ­ნეს­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. ამ წელს არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა შექ­მნა ოჯა­ხი, იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც ადრე და­ქორ­წინ­და, თუმ­ცა, ქორ­წი­ლი წელს გა­და­ი­ხა­და.

2019 წელს ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შვი­ლე­ბიც შე­ე­ძი­ნათ. სა­ნამ პა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ, მა­ნამ­დე 2019 წლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ.

კახა კა­ლა­ძე და ანუ­კა არე­ში­ძე

ამ წელს ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქორ­წი­ლი კახა კა­ლა­ძესა და ანუ­კა არე­ში­ძეს ჰქონ­დათ. მარ­თა­ლია, მათ ოჯა­ხი 13 წლის წინ შექ­მნეს და უკვე ოთხი ვა­ჟის მშობ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ქორ­წი­ლის გა­დახ­და 2019
წლამ­დე ვერ შეძ­ლეს.

წყვილ­მა 15 ივ­ნისს გრემ­ში ჯვა­რი და­ი­წე­რა, ხოლო შემ­დეგ წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­და ქორ­წი­ლი. ამ დღეს შედ­გა კა­ხასა და ანუ­კას შვი­ლე­ბის ნათ­ლო­ბაც.

კა­ლა­ძე-არე­ში­ძის ქორ­წი­ლი ულა­მა­ზე­სად გა­ა­ფორ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ანი პირ­ველ­მა. პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში მის მიერ შექ­მნი­ლი კაბა ეცვა. ქა­ლა­ქის მე­რის ქორ­წილს პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის იყო ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ქორ­წილ­ში იცეკ­ვა კი­დეც. თუმ­ცა, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­თო­ბა ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, კა­ლა­ძემ, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და გა­ხა­რი­ამ დი­ჯე­ის ამ­პლუა მო­ირ­გეს და "გა­მიქ­სეს" კი­დეც.

Rating



მა­რი­ამ ნა­ფეტ­ვა­რი­ძე და საბა მღვდე­ლა­ძე

მა­რი­ამ ნა­ფეტ­ვა­რი­ძე და საბა მღვდე­ლა­ძე შოუ-ბიზ­ნე­სის წევ­რე­ბი არ არი­ან, თუმ­ცა, მათ ქორ­წილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

მათ კახი კა­ლა­ძი­სა და ანუ­კი არე­ში­ძის მსგავ­სად, ქორ­წი­ლი წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლის სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დი­ზა­ინ­ზე ანი პირ­ველ­მა და ზურა შე­ვარ­დნა­ძემ იზ­რუ­ნეს. ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ეცვა დი­ზა­ი­ნერ ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მიერ შექ­მნი­ლი კაბა, რო­მე­ლიც მაკა ასა­თი­ა­ნის რძლის - ნა­ნი­კო კლდი­აშ­ვი­ლის სა­ქორ­წი­ნო კა­ბას ჰგავ­და.

საბა და მა­რი­ა­მი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე მათ ნიშ­ნო­ბა ჰქონ­დათ.

Rating



ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი და სალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი

ბიზ­ნეს­მე­ნი და მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი 2019 წელს ნარ­კოს­კან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა და ახლა 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. მსა­ხი­ო­ბის საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი ჯერ არ დამ­დგა­რა. გა­სუ­ლი წელი მის­თვის ერ­თდრო­უ­ლად იყო, რო­გორც გან­საც­დე­ლის, ასე­ვე სი­ხა­რუ­ლის მომ­ტა­ნი. ის სალი სულ­ხა­ნიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და, შემ­დეგ კი და­ა­კა­ვეს და პა­ტა­რა ვა­ჟის, მი­ქა­ე­ლის მამა გახ­და. ჯი­ბღაშ­ვილ­მა და სულ­ხა­ნიშ­ვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში შედ­გა, სა­დაც სუფ­რას არც ყალ­ყზე შემ­დგა­რი ცი­კა­ნი მოკ­ლე­ბია და არც ხი­ზი­ლა­ლა. სალი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი ჯი­ბღაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ვე­ლად სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­რუდ­გი­ნა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS