სიმდიდრე და უდარდელი ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. მილიონრების შვილები მუდმივად ხვდებიან პრესის ყურადღების ცენტრში, თუმცა, ბევრი მათგანი მშვიდ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ჟურნალისტებს რას გამოაპარებ.
„რეიტინგი“ ყველაზე მდიდარი ქართველი მამამთილებით დაინტერესდა.
ოთარ არშბა
ოთარ არშბას რუსულ მაღალ წრეებში შესანიშნავად იცნობენ. ის რუსეთის დუმის მილიარდერი დეპუტატია, რომლის სახელს არაერთი კომპანია უკავშირდება. ოთარ არშბას რძალი ყოფილი მოდელი და „ვიცე მის-საქართველოს“ ტიტულის მფლობელი
თამუნა ნემსიწვერიძე საზოგადოებამ სწორედ სილამაზის კონკურსიდან გაიცნო და უმშვენიერესმა მოდელმა ოჯახი მალევე შექმნა. მისი ქმარი ირაკლი არშბაა. ოთარ არშბა, ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთი უმსხვილეს რუსულ სამთომეტალურგიულ კომპანიასთან, "ევრაზჰოლდინგთან". საერთაშორისო კვლევითი ცენტრის International Iron and Steel Institute-ის მონაცემებით, "ევრაზ ჯგუფი" (ყოფილი "ევრაზიაჰოლდინგი") მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი კომპანიაა მეტალურგიის სფეროში და რამდენიმე წლის წინ მისი კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სხვა აქციონერებს შორის, "ევრაზ ჯგუფის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია რომან აბრამოვიჩიც. რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში, ოთარ არშბას ბიზნესცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით, ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე, მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე "სახალხო აფთიაქის" და ყოფილი "სახალხო ბანკის", ამჟამად კი "ლიბერთი ბანკის" აქციების გარკვეული წილი.
კობა ნაყოფია
კობა ნაყოფია ცნობილი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც წლების წინ პოლიტიკაშიც წავიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წევრია.
კობა ნაყოფიას ვაჟი, ნიკა ნაყოფია მალე მეორედ დაქორწინდება, მისი საცოლე უმშვენიერესი მოდელი და ცნობილი ოჯახის შვილი, ნანუკა გოგიჩაიშვილია.
კობა ნაყოფია დაიბადა 1969 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ეკონომისტის კვალიფიკაციით, პარალელურად დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის „სპეცფაკულტეტი“ — ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობით ბიზნეს-იურისტი. დამთავრებული აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაცია. არის რუსეთის ეკონომიკის აკადემიის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მფლობელი. იყო დსთ-ს ქვეყნების საერთაშორისო ეკონომიკური კომიტეტის მრჩეველი.
1993-2008 წლებში სხვადასხვა დროს იყო კომპანია „ოქროს საწმისის“ გენერალური დირექტრი, შპს „ინვესტმენტ მენეჯმენტის“ გენერალური დირექტორი, სს „ორლოვის სამრეწველო კომპანიის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანია „პრომიშლენნიე ინვესტორის“ ვიცე-პრეზიდენტი, სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს „მადნეულის“ გენერალური დირექტორი, შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორი, კომპანია „გეოპრომინინგის“ პრეზიდენტი, აგარაკის (სომხეთი) სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, არარატის (სომხეთი) ოქროს გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კობა ნაყოფია იყო ჰოლივუდში გადაღებული ფილმის, „აგვისტოს 5 დღის“ ერთ-ერთი პროდიუსერი. 2008-2012 და 2012-2016 წლებში - მაჟორიტარი დეპუტატი ბოლნისის ოლქიდან. 2016 წელს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა.
დაჯილდოებულია საპრეზიდენტო ბრწყინვალებისა და წმინდა ნიკოლოზის ორდენებით.
რომან ფიფია
ცნობილი ბიზნესმენის, რომან ფიფიას რძალია უმშვენიერესი ანანო მიქაძე. რომან ფიფია არაერთ ბიზნესთან ერთად, საფეხბურთო ბიზნესშიცაა და „დინამოს“ მფლობელია. მისმა ვაჟმა, გიორგი ფიფიამ ახალგაზრდა მოცეკვავეზე 2013 წელს იქორწინა. ანანომ ცეკვას თავი დაანება და ახლა პროფესიონალი პიარ-მენეჯერია.
რომან ფიფიამ ბიზნესი წლების წინ რუსეთში დაიწყო, 2011 წელს კი „დინამოს“ ჩაუდგა სათავეში და ახლა საქართველოში ცხოვრობს.
კახა ოქრიაშვილი
მდიდარი მამათილი ჰყავს ექიმს, ნინო ქურიძეს. მისი მამამთილი ბიზნესმენი და პარლამენტარი კახა ოქრიაშვილია. ოქრიაშვილების წყვილს პრესაში გამოჩენა არ უყვარს. მათ 2015 წელს იქორწინეს.
კახა ოქრიაშვილის ვაჟს თავადაც აქვს ბიზნესი. რაც შეეხება ექიმის მამათილს, ის 1982-1983 წლებში მუშაობდა სანიტრად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში. 1989-1990 წლებში იყო სოფელ განთიადის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი. 1990-1995 წლებში მუშაობდა მეან-გინეკოლოგად დმანისის რაიონულ საავადმყოფოში. 1995-2003 წლებში იყო ფარმაცევტული კომპანია „PSP“-ის გენერალური დირექტორი. 2004 წელს გახდა საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2008 წელს გახდა მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი დმანისის საარჩევნო ოლქიდან. 2012 წელს გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ნანუკა გუდავაძე
უმშვენიერეს ნანუკა გუდავაძეს უკვე მთელი საქართველო იცნობს. ის ბიძინა ივანიშვილის რძალია.
ნანუკა ივანიშვილის ვაჟზე ბერა ივანიშვილზე გასულ წელს დაქორწინდა და წყვილი ახლა პატარა ბერუკას ზრდის.
ბიძინა ივანიშვილი ბიზნესში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაერთო, თავდაპირველად, არმირებულ მილებს აწარმოებდა. შემდეგ კი კომპიუტერებით ვაჭრობდა. 1988 წელს ივანიშვილმა დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში, სადაც ახალ პარტნიორებთან ერთად გააგრძელა კომპიუტერებით ვაჭრობა. გარკვეული დროის შემდეგ, კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები. ამის შემდეგ მათ ელექტროტექნიკის მწარმოებელი ქარხანა შეიძინეს ჰონგ-კონგში. 1990 წლისთვის ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იყო რუსეთში. დაგროვებული კაპიტალით ივანიშვილმა და მისმა პარტნიორებმა გახსნეს ბანკი „როსკრედიტი“.
1995 წელს ივანიშვილმა მეუღლე ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი ქართუ, რომლის ერთადერთი დონორი ივანიშვილის ოჯახია. ფონდის მეშვეობით მან განახორციელა მრავალი პროექტი.
2012 წლის 21 აპრილს ივანიშვილმა დააფუძნა პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, სათავეში ჩაუდგა თავისსავე შექმნილ ოპოზიციურ პარტიათა კოალიციას, რომელმაც 2012 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.