25 დეკემბერი, 2019
"ნუცა ჩემი შვილია და ვაპატიებ, მაგრამ ხომ უნდა იფიქრო, რას ამბობ!"
საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი, ერეკლე კუხიანიძე სკანდალური განცხადების გამო ოპოზიციამ მოღალატედ გამოაცხადა, სახელისუფლო გუნდმა კი მისგან პირი იბრუნა.

"ჩემს ამ განცხადებას გარკვეული საფუძვლები ჰქონდა. ხომ ხედავთ, რა ფორმებით ურთიერთობს საზოგადოება ერთმანეთთან და ჩემი გინება გაუკვირდათ?! ხალხი დაგეშილია და უნდა ნახოთ, რა სქრინები მაქვს. ეს ხალხი სულიერად დაავადებულია, პათოლოგები არიან. დახვეწილ სიბილწეებს იგონებენ და აგზავნიან", - ამბობს ერეკლე კუხიანიძე "სარკესთან."

როგორც საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, ის "ქართულმა ოცნებამ" გასწირა, თუმცა, აღნიშნავს იმასაც, რომ ბევრი მხარდამჭერი
ჰყავს.

"ჩემი გოგონა ტაქსიში ტელეფონზე ლაპარაკობდა და მძღოლი მიხვდა, ჩემი შვილი რომ იყო. უთხრა, გადაეცი, ყველა მის გვერდით ვართ", - ამბობს კუხიანიძე.

კითხვაზე, თუ რამდენი შვილი ჰყავს, ასე პასუხობს:

- ვიტყოდი, რომ ორი შვილი მყავს და ნუცა.

- ეს რას ნიშნავს, ნუცას შვილად არ თვლით?

- ნუცა მთვლის მამად, როცა ჩემ წინააღმდეგ გამოდის?! ჩემი შვილია, ყველაფერს ვაპატიებ და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ, მაგრამ ხო უნდა იფიქრო რას ამბობს!

ერეკლე კუხიანიძე და ნუცას დედა უკვე 35-37 წელია, ცალკე ცხოვრობენ, ნუცა დედასთან ერთად იზრდებოდა და როგორც კუხიანიძე ამბობს, შვილმა ძალიან ატკინა გული, იმ განცხადების გამო, რაც სოციალურ ქსელში დაწერა.

მამა-შვილს ამ თემაზე ერთმანეთთან არ უსაუბრია.

"დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. ჩემმა შვილმა გასცეს პასუხი ისე, როგორც საჭირო იყო. თურმე, "უცნაური" ვყოფილვარ. შეიძლება უცნაური ვარ იმისთვის, ვინც ვერ ხვდება, რასაც ვლაპარაკობთ", - ამბობს ერეკლე კუხიანიძე "სარკესთან."

ცნობისთვის, ერელკე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს იდიოტები და პროვოკატორები უწოდა და ასევე დედაც აგინა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS