24 დეკემბერი, 2019
ბედნიერების ეს შოკი მარტომ გადავიტანე ქუჩაში - ანიტას ბებია უახლესი ინფორმაციით ინდოეთიდან
2 წლის ანიტა ფაცაციას ბებიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც თამარ გლურჯიძე წერს, შესაძლოა, ანიტას გულის ტრანსპლანტაცია არ დასჭირდეს. ექიმების თქმით, ოპერაცია იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ ჯერ მკურნალობა, შემდეგ კი გულის აპარატის ჩადგმა შედეგს არ გამოიღებს.

“ემოციებისგან მიჭირს აზრის დალაგება. ექიმი გვეუბნება ვიწყებთ მკურნალობით. არის ალბათობა, რომ მკურნალობას დაემორჩილოსო. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, ვსვავთ აპარატსო. კატეგორიულად აქვს გადაწყვეტილი, თუ ბავშვის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს, დაზოგოს ბავშვი გულის გადანერგვის
ოპერაციისგან.
არ თქვას არავინ, რომ ამდენი ლოცვის დამსახურება არ არის ეს საოცრება.
სიტყვები არ მაქვს, ვერ ვაზროვნებ, ვერ ვწერ ბედნიერებისგან.
მადლობა ყველას”, – წერს ანიტას ბებია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS