24 დეკემბერი, 2019
"სტილის ხატი" ქართველი გოგონები, რომლებსაც უამრავი ადამიანი ბაძავს

საქართველო გემოვნებიანი მანდილოსნების სიმრავლით ოდითგანვე გამოირჩეოდა, თუმცა, მათ შორის ისეთი განსაკუთრებულებიც არსებობენ, რომლებიც, შეიძლება ითქვას, სტილის ხატები არიან. მათ უამრავი გოგონა ბაძავს.
ბოლო დროს „სტილის ხატების“ რეიტინგის სათავეში მსახიობი და გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი ქეთი წიქვაძე მოექცა. მას შემდეგ, რაც ქეთი „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩნდა, მას უამრავი გოგონა ბაძავს, როგორც ვარცხნილობით, ასევე, ჩაცმულობით.

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რუსკა ხვედელიძე მაყურებლის ყურადღების ცენტრში გამოჩენისთანავე მოექცა. იმის გარდა, რომ მას სახასიათო გარეგნობა აქვს, გამორჩეული სტილითაც იმოსება, რის გამოც უამრავი
თინეიჯერი ბაძავს.

მომღერალი ნინი ბადურაშვილი ბავშვობიდან პოპულარულია და მას ბაძავს, როგორც უფროსი ასევე, პატარა თაობის გოგონები. ნინის მისთვის დამახასიათებელი ჩაცმის სტილი აქვს და ამავე დროს, მუდმივად უწყობს ფეხს მოდას.

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია უმეტესად კლასიკური სტილისა და სპორტული სამოსის კომბინაციას უხამებს ერთმანეთს. მისი სამოსი მუდმივად გამოირჩევა, როგორც დახვეწილობით, ასევე ორიგინალური დეტალებით.

„პალიტრა ნიუსის“ კორესპოდენტი, თეო ცუცქირიძე, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მკაცრი სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ეკრანს მიღმაც ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა. მას უყვარს დიდი ზომის პიჯაკები, რომლებიც ბოლო დროს განსაკუთრებით მოდური გახდა, თუმცა, ყველას ნამდვილად არ უხდება.

მირანდა ბაღათურია გემოვნებიანი და ორიგინალური ტელეჟურნალისტია. ის „პალიტრა ნიუსის“ საინფორმაციო სამსახურის კორესპოდენტია. დატვირთულ და ექსტრემალურ პირობებში მუშაობის მიუხედავად, ის მუდმივად ცდილობს, ორიგინალურად და გემოვნებიანად ეცვას.

Rating

ვინც ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია, იცის, რომ ონლაინპლატფორმას თავისი რჩეულები ჰყავს - გოგონები, რომლებსაც უამრავი თინეიჯერი ბაძავს. ამ მხრივ ყველაზე პოპულარულია ამერიკაში მცხოვრები ქართველი ინფლუენსერი ასმათ ჭკოტუა. მას პირად გვერდზე 150 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.



ანამარია ვაჭრიძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, სწორედ ინსტაგრამის მეშვეობით გაიცნო საზოგადოებამ. ის კლასიკური სტილის სამოსს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა, ცდილობს, მის მიერ შერჩეული სამოსი ორიგინალური დეტალებითაც იყოს დასამახსოვრებელი. ანამარია ვაჭრიძე იმის გარდა, რომ პოპულარული ინსტაგრამ ინფლუენსერია, საკუთარი ბიზნესითაცაა დაკავებული - დიზაინერია. მას არაერთი თინეიჯერი ბაძავს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
...
მეისპო ნინო ბადურაშვილის ხელოვნური პოპულარულობა....
17:16 / 09-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ფიქრისგორა
მირანდა ბაღათურია გემოვნებიანი და ორიგინალური
00:51 / 26-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS