23 დეკემბერი, 2019
ვინ არის ანუკი არეშიძის ულამაზესი რძალი, რომლის მეუღლეც საზოგადოებამ წლების წინ სკანდალურად გაიცნო
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილს პოპულარობა არასოდეს აკლდათ. მათზე ყველაზე ხშირად იწერება მედიაში და შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც მათ გარშემო ტრიალებენ, ყურადღების ცენტრში ხვდებიან.

ამჯერად ანუკი არეშიძის უმცროსი ძმის ცოლს, მარიამ ფანჯავიძეს გაგაცნობთ. ის სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია და გემოვნებითა და გარეგნობით ცნობილ რძალს არ ჩამორჩება.

გიორგი არეშიძისა და მარიამ ფანჯავიძის წყვილმა ოჯახი 2013 წლის სექტემბერში შექმნეს.

Rating

„ჩემი რჩეული მარიამ ფანჯავიძე სოციალური ქსელის საშუალებით, 9 აპრილს გავიცანი. გამიმართლა, პარტიული კუთხით ჩვენიანი აღმოჩნდა. პირველ შეხვედრაზე დედასთან
ერთად მოვიდა და ძალიან მომეწონა“, - ამბობდა წლების წინ გიორგი „რეიტინგთან“ ინტერვიუში.
Rating

გიორგი არეშიძე დავით ნარმანიას მერობის დროს, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქოს უფროსი გახლდათ, თუმცა წლების წინ სკანდალში გაეხვა და თანამდებობის დატოვება მოუწია. მაშინ ნარმანიამ თქვა, რომ გიორგი თავისი სურვილით წავიდა, რადგან კერძო სექტორში აპირებდა გადასვლას. არადა სამსახურიდან წამოსვლას სერიოზული სკანდალი ახლდა თან, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა არეშიძეს დიპლომის არქონასა და კორუფციულ გარიგებაში დასდო ბრალი.

Rating

მარიამ ფანჯავიძისა და გიორგი არეშიძის წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. ისინი ორ ვაჟს ზრდიან. მათი უფროსი შვილი ფიზიკურად ძალიან ჰგავს კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მესამე შვილს, ვაჩეს.

Rating

არეშიძე-ფანჯავიძის წყვილს უყვარს მოგზაურობა. მარიამი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე ბავშვებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ასევე პოპულარული მამიდაშვილებიც ჩანან, მაგრამ ცნობილ მულთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას რატომღაც ერიდება.

Rating
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS