07 აპრილი, 2014
ნანობს თუ არა „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობას სალომე ღვინიაშვილი
ყველა გამოსვლის შემდეგ მეუბნებიან ხოლმე, რა ლამაზი იყავიო და მინდა, ისიც მითხრან, რა კარგად იმღერეო სალომე ღვინიაშვილს და კიდევ უამრავ ცნობილ სახეს, რომელიც ნოე სულაბერიძის შეთავაზებას დათანხმდა, მონაწილეობა მიეღო სასიმღერო კონკურსში, კრიტიკა ხვდა წილად. კრიტიკოსები, ძირითადად, იმაზე მიუთითებენ, რომ არაპროფესიონალ კონკურსანტებს არ აქვთ შესაბამისი ვოკალური მონა-ცემები, თუმცა პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო და საინტერესოა თვალის დევნება, როგორი პროგრესი ექნება ამა თუ იმ არამომღერალ კონკურსანტს ტურების განმავლობაში.
სალომეს „ორი ვარსკვლავის“ რეპეტიციაზე შევხვდით, სადაც
მეწყვილესთან, მომღერალ გიორგი ჩიქოვანთან ერთად კინოტურისთვის ემზადებოდა. ინტერვიუსთვის დრო გამონახა და გვესაუბრა იმის შესახებ, როგორ გრძნობს თავს მომღერლის ამპლუაში.

- შემოთავაზებას რომ დათანხმებოდი, დიდხანს იფიქრე?
- საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე. თავიდან გამეცინა და კეტეგორიულად ვიუარე. მერე, დაფიქრების შემდეგ, რატომაც არა-მეთქი, ვთქვი. არც ბავშვობაში მიმღერია და საერთოდ, არანაირი ბაზა და გამოცდილება არ მქონია, ვიცოდი, რომ კრიტიკა აუცილებლად მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს. იყო რისკი, მაგრამ საინტერესოა, პროექტის აზრიც ესაა, როცა სიმღერასთან არანაირი შეხება არ გაქვს. ისეთი ადამიანისგან, როგორიც, ვთქვათ, მე ვარ, მაყურებლისთვის საინტერესოა, ტურიდან ტურამდე როგორ გავიზრდები და რა პროგრესი მექნება.
- ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა შეგაგულიანეს?
- ყველასგან დადებითი მუხტი წამოვიდა, მეგობრებისგან, ზურასგან. ზურამ მითხრა, მგონია, რომ ძალიან კარგად გამოგივაო.
- ზურას დაბადების დღეზე, მახსოვს, სიმღერა ჩაწერე და მეუღლეს მიუძღვენი.
- კი, ერთხელ ჩავწერე, მაგრამ ეს არ ითვლება. სიმღერის ჩაწერა ყველას შეუძლია, მაგრამ ცოცხლად, სცენაზე, ბენდთან ერთად შესრულება სულ სხვა რამეა. ალბათ, ეს ბევრ მომღერალს დღესაც არ შეუძლია. ძალიან რთულია. ერთადერთი დედაჩემი კითხულობდა, რატომ უნდა წახვიდეო, მას არ უნდოდა.
- ალბათ, არ სურდა, შენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა მოესმინა.
- ვიღაცები წერენ, ვერ მღერიო, ეს თავადაც ვიცი. კარგად რომ ვმღეროდე, დიდი ხნის წინ ვიდგებოდი სცენაზე და მომღერალი გავხდებოდი. ვგიჟდები კარგ მუსიკაზე, სცენაზე. ძალიან მაგრადაც რომ ვმღეროდე, კრიტიკოსები მაინც გამომიჩნდებოდნენ.
- როცა რეალურად დადექი სცენაზე, როგორი გრძნობა გქონდა?
- უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. უამრავი ნიუანსია, რომელიც იმან არ იცის, ვინც სცენაზე არ მდგარა. როცა ადამიანს სმენა არ აქვს, მგონია, რომ უფრო რთულია. მე კი, ვფიქრობ, რომ მაქვს სმენა, ყოველ შემთხვევაში, ამას ყველა აღნიშნავს.
- პარტნიორზე გკითხავ. პრინციპში, თავადაც ჯერ გამოუცდელი, ახალ-ბედა მომღერალია.
- გიორგი, რასაკვირველია, ძალიან მეხმარება, მაგრამ მისთვისაც ბევრი ჟანრი ახალია. გიორგის თავისი ბენდი ჰყავს და როკს ასრულებს, ამიტომ მასაც მოუწია გარკვეული ჟანრების ათვისებამ ჩემთან ერთად. მგონია, რომ მაინც ნორმალურად ვახერხებთ ამ ყველაფერს.
- ყველაზე მეტად რომელი ტური გაგიძნელდა?
- პირველი გამოსვლა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. ნერვიულობის დასაძლევად გადავკარი, 50 გრამი კონიაკი დავლიე. მასწავლეს, ხმისთვისაც კარგიაო, მაგრამ ეტყობა, ძალიან ვღელავდი და განსაკუთრებულად მომეკიდა. პირველი ტური რთული იყო იმის გამოც, რომ მიკროფონის ნორმალურად დაჭერაც კი არ ვიცოდი. ნელ-ნელა ყველაფერი გავითავისე.
- სალომე, „ორი ვარსკვლავის“ პირველივე გადაცემას ძალიან დიდი კრი-ტიკა მოჰყვა, აფეთქდა საიტები.
- ვფიქრობ, რომ კრიტიკა ძალიან კარგია, ოღონდ - ჯანსაღი. ანუ, ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ კომპეტენცია ამ საკითხში. ვინც საერთოდ არაფერი იცის ამ სფეროში, მათგან კრიტიკა ძნელი მოსასმენია. ვიღაცას ალბათ ჰგონია, რომ უბრალოდ, დადგები სცენაზე და იმღერებ, ასე კი არ არის. გარდა ამისა, კრიტიკა უნდა იჯდეს კორექტულობის ფარგლებში. ვფიქრობ, შოუსთვის ასეთი განხილვა კარგია იმ კუთხით, რომ ამგვარი შოუები სწორედ ამისთვის ტარდება, ხალხმა ხომ უნდა უყუროს და მერე იმსჯელოს?.. კრიტიკას ნორმალურად ვიღებ. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ვარ, სკანდალური ადამიანი არ გახლავართ და ეს ყველამ იცის. ვარ ჩემთვის, დავბაჯიბუჯობ (იცინის). პირველი გამოსვლის შემდეგ ვნახე, რომ მეც გამაკრიტიკეს. პირველი გამოსვლით თავადაც უკმაყოფილო ვიყავი. გაჩნდა მოსაზრება, აი, სალომე ვერ მღერისო. ამისთვისაც უნდა იყო მზად, როცა ასეთ პროექტში მიდიხარ. იმოქმედა, მაგრამ ტრაგედია არ შემიქმნია. ვფიქრობ, საერთოდ არ მომეთხოვება, ვმღეროდე ისე, როგორც, მაგალითად, ნინი ბადუ-რაშვილი ან ანი კეკუა მღერიან.
- ხომ არ ნანობ მონაწილეობას?
- არა. ნამდვილად არ მინანია. ორშაბათს ველოდები და დიდი სიხარულით მოვდივარ აქ. ძალიან კარგი გარემოა, მონაწილეებს შორის საუკეთესო ურთიერთობებია.
- არ არის კონკურენცია?
- ნამდვილად არ არის. ნელ-ნელა რომ ვცოტავდებით, ძალიან ცუდი მომენტია. პროექტი რომ დამთავრდება, ძალიან დამწყდება გული. ამ ადამიანებთან ისედაც ვიმეგობრებ, მაგრამ ასეთი სიხშირით, ყოველდღიურად ხომ ვეღარ შევხვდებით?!.
- შენთვის მთავარი გამარჯვება არ არის?
- არა. უბრალოდ, მინდა, პროექტში დიდხანს ვიყო, რადგან თავად ვიღებ სიამოვნებას. აქ არ მოვსულვარ არც პოპულარობის და არც მანქანის მოგების გამო. „ორ ვარსკვლავში“ ვმონაწილეობ იმიტომ, რომ საკუთარი თავი გამოვცადო. მიმაჩნია, რომ სხვებიც ამის გამო ჩაერთვნენ პროექტში.
- ჟიურის წევრები ძირითადად შენს განსაკუთრებულ გარეგნობას რომ უსვამენ ხაზს და არა შენს ვოკალურ მონაცემებს, არ გწყინს?
- მეც მეღიმება ამაზე. ყველა გამოსვლის შემდეგ მეუბნებიან ხოლმე, რა ლამაზი იყავიო და მინდა, ისიც მითხრან, რა კარგად იმღერეო (იცინის). თუმცა კომპლიმენტი გარეგნობაზე ძალიან სასიამოვნოა. ამის მიუხედავად, არ მინდა, რომ პროექტში მხოლოდ ლამაზი ვიყო.
- რას აკეთებ იმისთვის, რომ ვოკალურად უკეთესი გახდე?
- ყოველდღიურად ბევრს ვმეცადინეობ. არა მარტო რეპეტიციებზე, არამედ მანქანაშიც, სახლშიც სულ ვმღერი.
- მეზობლები ხომ არ გიჩივიან?
- ბოლო სართულზე ვცხოვრობ და არავინ მიჩივის (იცინის).
- მამულიჩას სტატუსი, რომელიც შენს გვერდზე დადო, ბევრმა განსხვავებულად გაიგო. პროდიუსერმა მოგწერა, სცენაზე მხოლოდ რომ იარო, მეტი არც არაფერია საჭიროო. ხალხმა კი იფიქრა, რომ სიმღერისგან თავის შეკავება გირჩია.
- მამულიჩასთან ვმეგობრობ და ზუსტად ვიცი, როგორც დამიწერა და რა იგულისხმა. იმასაც ველოდებოდი, რომ სხვანაირადაც გაიგებდნენ. ხალხს როგორც უნდა, მაინც ისე გაიგებს ყველაფერს.
- იმუნიტეტი გქონია კრიტიკაზე.
- ყოველთვის ყველაფერში დადებითს ვეძებ. კრიტიკისგან ტრაგედია რომ შევქმნა, მერე რა?
- შენი ოჯახის წევრებზე არ მოქმედებს?
- არა. ჩემნაირად უყურებენ. მე თუ პროექტის ბოლომდე ისევე ვიმღერებ, როგორც პირველ ტურზე, მაშინ უნდა გამაკრიტიკონ. და როცა უკეთესობაა... ჩვენ ხომ მომღერლები არ ვართ.
- ნინო გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ჟიურიმ არაობიექტურად შეაფასა. შენ რას ფიქრობ ჟიურის წევრებზე?
- ჟიური ყოველთვის ძალიან ობიექტურია. ყველა მონაწილეს თავისი შესაძლებლობების მიხედვით აფასებენ. ცხადია, მე ვერ ვიმღერებ ლევან ჯავახიშვილისნაირად. კრიტიკას ჟიურისგან ვიღებ დადებითად და ყოველ ტურში ვითვალისწინებ.
- თეონა კონტრიძემ შენი პარტნიორის ერთი გამოსვლა არ მოიწონა.
- გიორგიმაც მიიღო ეს კრიტიკა. თეონა მასზე გამოცდილია.
- შენ რომ არ მონაწილეობდე ამ პროექტში, ვის უგულშემატკივრებდი? ლევანს ხომ არა, რომელიც უკვე ახსენე?
- ამას საიდუმლოდ დავტოვებ, თუმცა მყავს ჩემი ფავორიტი და თუკი წავალ პროექტიდან, მას აუცილებლად დავუმესიჯებ.
- აუტსაიდერებში დგომის ალბათ ძალიან გეშინია.
- ჯერ არ ვმდგარვარ, მაგრამ როცა აცხადებენ ხოლმე აუტსაიდერებს, ძალიან ცუდი მოსასმენია.
- შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?
- მონაწილეებზე მთლიანად მარი და ზენკა ზრუნავენ, თუმცა ჩვენც ვეხმარებით. თავადაც დიზაინერი ვარ და გარდა ამისა, ისედაც ვიცი, რა უფრო მიხდება, რომელ ფერს უფრო ვირგებ. სამივე ტურში თავად ვიყავი ჩართული ჩემი იმიჯის შექმნაში.
- კულისებში რა ხდება ხოლმე?
- ვინმემ რომ შემოიხედოს, ვერ იფიქრებს, რომ შეჯიბრებაა. მადლობას ვეტყვი არა მარტო გიორგის, არამედ ყველა მომღერალს, ვინც აქ მონაწილეობს. ზოგადად, რეპეტიციებიდან დაწყებული ყველაფერზე ვხალისობთ. გამოსვლის დღეს კი საკუთარ თავებსა და სხვა კონკურსანტებზეც ვნერვიულობთ.
- ალბათ, ვახო რჩეულიშვილის „პაროლეზე“ ღელავდით...
- თვითონ ბატონმა ვახომ იხუმრა, ახალი წყევლაა, „დაგემართოს პაროლეო“ (იცინის).
- ქუჩაში ხალხი რომ გხვდება, როგორ გაფასებენ?
- რა ლამაზი იყავიო (იცინის). ლათინური ტურის მერე, სხვათა შორის, ისიც მითხრეს, უკეთესად იმღერეო.

მასალაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ფოტოგრაფ გიორგი ცაავას.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
გურო
სალომე ძალიან ეფექტური გოგო ხარ და გირჩევნია ამ კუთხით იმუშავო, ვიდრე სიმღერის. პროფესიონალობაზე არ არის საუბარი, ელემენტარულ დონეზე უნდა შეგეძლოს. თუნდაც ქორწილში არასასიამოვნო ნამღერს მოუსმენდი? არა.ამიტომაც სჯიბია შეეშვა რაც აბსოლუტურად არ გესმის მაგას. ბოდიში!
13:21 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია ს
აქ სიმღერა არ არის მთავარი.აქ მთავარია ფული.ბოლო ტურში გადაარჩინეს გოგოლა და ხუჯაძე. შანსი არ დაკარგეს და დააბრალეს ხარებას. სინამდვილეში გადარჩინეს მესიჯები ე. ი ფულები.რადგან იქ ვინც მონაწილეობს ყველა მაყუთიანია.ამიტომ მათთვის ლარსაც არ გავიმეტებ.ჯობია იმ ლარებით გაჭირვებულს დავეხმარო.ძაან აინტერესებს ახლა სალომე და ვახო რჩეულიშვილი როგორ იმღერებს ნოე სულაბერიძეს
11:35 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
გამაგებინეტ დატო ვანაა
09:32 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
es gogona zalian momcons da amgerda kidec,mikvirs am xalxis ratom xart rvapexa bogmebi,tkven kvelas maria kalasis smena gakvt??? tu pinalshi gavida eseni mesame msoplio oms daickeben,ra geshvelebat,sackali tkveni klaviatura...
03:23 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიას
იცი რას გეტყვი არც მახინჯი ვარ, არც მაგის ქმრის თაყვანისმცემელი,საერთოდ არ მომწონს მისი ქმრის ნაირი ტიპები მე უფრო სხვა ტიპის კაცები მომწონს გარეგნობით,ბოღმაც არაფერ შუაშია აქ,ვინ თქვა მახინჯიაო?ნამდვილად ლამაზი გოგოა და არ ვუარყოფ ამას მაგრამ არ შეუძლია ეს სიმღერა ეს არის რეალობა რა შუაშია ბოღმა?ბუნებრივია რომ ხალხი ღიზიანდება და კრიტიკას გამოთქვამს მისი უსმენო ნამღერების მერე,მის ადგილას ოდნავი სირცხვილის გრძნობა მაინც მექნებოდა მაყურებელს როგორ ვაყრუებ ჩემი სიმღერით მეთქი ვიფიქრებდი მაგრამ სალომეს როგორც ჩანს სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია და იბანძებს ასე თავს. ტოპ გოგოს წამყვანი ხომ იყო,მაშინ რატომ არავინ არ აკრიტიკებდა?თუ ასეთი ბოღმაა როგორც შენ ამბობ ხალხი მის მიმართ. იმიტომ რომ ის გადაცემა მოდელებზე იყო და შეესაბამებოდა სილამაზითაც და ყველაფრით,მაგრამ ეს გადაცემა სამწუხაროდ არ არის სილამაზეზე აქ სიმღერაა მთავარი, სიმღერა კი არაა აშკარად მისი საქმე საშინლად მღერის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
02:08 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
აბა წავიდა მახინჯი გოგოების კომენტარები...რა გჭირთ ხალხნო,ლამაზი გოგოა და პროექტში მოაწილეობს,მთელი ცხოვრება სიმღერას კი არ აპირებს...არ ვიცობ,მაგრამ პატივს ვცემ და მასზე ცუდის მთქმელს მარტო ბოღმიან კომენტარებში თუ აღმოვაჩენ...ერთი შეხედვითაც ჩანს რომ ღირსეული ქალია...აქ სხვადასხვა სახელით ერთ ადამიანს შეუძლია დააკომენტაროს...ვფიქრობ ზურას თაყვანისმცემლები არიან სალომეზე დაბოღმოლები და წერენ და კითხულობენ,ანანო-თაკო---შენ მესანთლე იყავი,თუ საიდან იცი ვინ ვისი საყვარელია?
16:11 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასო
სალომე ეს იმას ნიშნავს რომ, ნინო იმსახურებდა გავარდნასო.ნინო და ნიკო ნამდვილად არ იმსახურებდა გავარდნას.შენ და შენი მერწყვილე მათ ნამდვილად ვერ ჯობიხართ და ბევრი შენისთანას იქ.აი ფიზიკურად კიერთად ორივე ულამაზესი რწყვილი იქნებოდით.
20:25 / 07-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
რეზიკოს 100% ით ვეთანხმები, ჩაიჭერი სალომე, შენი არაობიექტური და მშიშრა თავი გამოავლინე.
19:06 / 07-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სალომე დზალიან საკვარელი,ლაგი და იმდენად მსჰვენიერია,განსაკუტრებიტ ტავის პატარა ანგელოზებტან ერტად,რომ ამ კონკურსსმარტლაც ბრცკინვალე ხიბლს მატებს. რაც სჰეეხება სიმგერას, ნელნელა ვიზრდებიტ და იმედია კველაპერი კარგად იკნება. ცარმატებებს ვუსურვებ კველას და განსაკუტრებიტ სალომეს.
18:51 / 07-04-2014
გამოხმაურება / 0 /
რეზიკო
სალომე შენ ფიქრობ რომ ჯიურიმ სწორედ შეაფასა ნინო ? ესეიგი შენ უნდა დარჩენილიყავი და ნინო უნდა წასულიყო? არ მეგონა თუ მშიშარა იყავი. გეშინია ჟიურისი და ''ეპათხალიმები''? ესე ძაან გინდა სცენაზე დგომა და ხალხის ლანძღვა? ესეიგი შენ გგონია რომ მღერიხარ? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
16:51 / 07-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS