მათ შორის იყო ცნობილი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც ორი ვაჟის დედაა.
"კვლავ ძალიან მძიმე ამბავი, როგორ ვთქვა, ჩემი შვილის ასაკის ბიჭია გარდაცვლილი... გააზრებას ვერ ვახერხებ ბოლომდე...
ბოდიში, ბევრი რამ არ ვიცი. როგორც გავიგე, მოზარდს ჰქონდა გადატანილი მძიმე ტრავმა, მამის გარდაცვალების გამო. სწავლობდა ფასიან, კერძო სკოლაში და ფინანსური შეუძლებლობის გამო, დედამ იგი საჯარო სკოლაში გადაიყვანა ანუ მოწყდა ბავშვი
რამდენჯერ მიფიქრია ამ კერძო სკოლებზე, აი რა შეიძლება მოხდეს, სად მიდიხარ თუ ვეღარ გადაიხადე? თან ამ ასაკში, როდესაც ყველაზე მძიმე პერიოდი აქვთ მოზარდებს...ამ ქმედებას სკოლის დირექტორმა აგრესიითვე უპასუხა, მან პოლიცია გამოიძახა. რატომ, რატომ გააკეთა ეს..მიზეზი ექნება და ახსნა ალბათ ამ საქციელსაც. გაკიცხვა ყველაზე ადვილია. მაგრამ სკოლის ადმინისტრაციამ და დამრიგებელმა ყოველთვის იციან რა ხდება ოჯახებში დაახლოებით, არ იცოდნენ არაფერი? არ შეეცოდათ დავიჯერო ეს ბავშვი?რომელიც თავის თანატოლებს გაჭირვების გამო დაშორდა? როგორ სცხვენოდა, როგორ სტკიოდა და როგორ განიცდიდა ვინ იცის.. ობლობა რა მძიმეა, მე ხომ ვიცი რას განიცდიდა ეს ანგელოზი ბიჭი. და მერე რა გააკეთა სამართალდამცავმა ორგანომ? უარესად მოიქცა, ჩვენების მიცემა დააძალა, დედა ამბობს უხეშად მოექცნენო...პასუხი ის იქნება და ახსნა ამ ამბის, რომ მოზარდი არ ემორჩილებოდა და წინააღმდეგობას გვიწევდაო სავარაუდოდ...არაა გამორიცხული. შეიძლება ასეც ყოფილიყო. მისი თავმოყვარეობა ხომ გალახა და გადათელა მწვავე ცხოვრებისეული პროტესტის გამოხატვის შემდეგ, სასტიკმა გადაწყვეტილებამ - მთელი სკოლის, მოსწავლეების წინ პოლიციის მოსვლამ და გაყვანამ ამ კედლებიდან, სადაც ზნეობას, მორალს და მშობლიურ ლიტერატურას ასწავლიდნენ....აკაკის, ილიას, ვაჟას და გალაქტიონს. ვინ დაინტერესდა მისი შინაგანი სამყაროთი?
იქნებ ამ მესიჯით დახმარებას ითხოვდა, რეალურად ხომ ასე იყო....მას გაუმძაფრდა დეპრესია, უსამართლობის განცდა და ამოეწურა იმედი, იმედი, რომ სადღაც ამ ცხოვრებაში სამართალი იქნებ იძებნებოდა...
დღეს ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს კითხვაზე პასუხი უმთავრესად, 1. რატომ დაწერა მოზარდმა სკოლის კედლებზე: ამ ცხოვრების დედაც! მას უკვე უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა შინაგანად და პროტესტი. ის იყო ტრამვირებული! შემდეგ, 2. რატომ გამოიძახა პოლიცია სკოლის დირექტორმა და 3. რა მოხდა პოლიციაში. ეს არის ჯაჭვი, კითხვაზე პასუხის გასაცემად თუ: რატომ მოიკლა თავი მოზარდმა! აღნიშნული ბევრად ღრმად დასაფიქრებელი და შესასწავლი საკითხია.....ეს თითოეულ ჩვენთაგანს ეხება." - წერს კუბლაშვილი.