იდეალური ფორმების შენარჩუნება ქალს ყველაზე მეტად შვილის გაჩენის შემდეგ უჭირს, თუმცა, გენეტიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წყალობით, ჩვენ გარშემო შეხვდებით უამრავ მრავალშვილიან დედას, რომლებიც იდეალურ ფორმაში არიან.
34 წლის ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა იდეალურ ფორმაშია. რუსა ოთხი შვილის დედაა, ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ორი მეორე ქორწინებიდან ჰყავს. რუსა მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს, თუმცა, არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ავიწყდება. ის მუდმივად ფორმაშია და ვარჯიშობს კიდეც.
ტელეწამყვანი და ყოფილი მოდელი თიკა ფაცაცია ჯერ
კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ტელეეთერში გამოჩნდა და თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. თიკა ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ახლა სამი ვაჟის დედაა. ბიზნესმენ დავით ანთელიძეს და თიკა ფაცაციას წყვილი მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას, მეუღლისგან განსხვავებით, დავით ანთელიძეს სახალხოდ გამოჩენა არ უყვარს. თიკა მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა, მის გადაცემებში ხშირად აღნიშნავს, რომ ზედმეტ კილოგრამებს ხშირად ებრძვის. როგორც მან „სხვა შუადღის“ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, წონის შესანარჩუნებლად ადრე მკაცრ დიეტებს მიმართავდა, თუმცა, ეს უშედეგო მცდელობები იყო. ის ვარჯიშობს და სწორად იკვებება, ალბათ სწორედ ეს განაპირობებს სამი ვაჟის დედის არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას.
ყოფილი მოდელი და სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი მრავალშვილიანი დედაა. ნინოს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს. მისი ქალიშვილი უმშვენიერესი თაკო ნაცვლიშვილი უკვე მსოფლიოს პოდიუმებს იპყრობს, თუმცა, ქალიშვილს გარეგნობით დედაც არ ჩამოუვარდება.
გაგრძელება