11 დეკემბერი, 2019
მრავალშვილიანი ქართველი დედები, რომლებიც მოდელის ტანზე დგანან
იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ქალს ყვე­ლა­ზე მე­ტად შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ უჭირს, თუმ­ცა, გე­ნე­ტი­კი­სა და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის წყა­ლო­ბით, ჩვენ გარ­შე­მო შეხვდებით უამ­რავ მრა­ვალ­შვი­ლი­ან დე­დას, რომ­ლე­ბიც იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში არი­ან.

34 წლის ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუსა ჩა­ჩუა იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია. რუსა ოთხი შვი­ლის დე­დაა, ორი შვი­ლი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან, ხოლო ორი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. რუსა მთელ დროს შვი­ლე­ბის აღ­ზრდას უთ­მობს, თუმ­ცა, არც სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა ავი­წყდე­ბა. ის მუდ­მი­ვად ფორ­მა­შია და ვარ­ჯი­შობს კი­დეც.

Rating




ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და ყო­ფი­ლი მო­დე­ლი თიკა ფა­ცა­ცია ჯერ
კი­დევ პა­ტა­რა გო­გო­ნა იყო, რო­დე­საც ტე­ლე­ე­თერ­ში გა­მოჩ­ნდა და თა­ვი­დან­ვე მი­ი­პყრო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. თიკა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამი ვა­ჟის დე­დაა. ბიზ­ნეს­მენ და­ვით ან­თე­ლი­ძეს და თიკა ფა­ცა­ცი­ას წყვი­ლი მუდ­მი­ვად იქ­ცევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას, მე­უღ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ვით ან­თე­ლი­ძეს სა­ხალ­ხოდ გა­მო­ჩე­ნა არ უყ­ვარს. თიკა მუდ­მი­ვად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­შია, თუმ­ცა, მის გა­და­ცე­მებ­ში ხში­რად აღ­ნიშ­ნავს, რომ ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს ხში­რად ებ­რძვის. რო­გორც მან „სხვა შუ­ა­დღის“ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, წო­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ადრე მკაცრ დი­ე­ტებს მი­მარ­თავ­და, თუმ­ცა, ეს უშე­დე­გო მცდე­ლო­ბე­ბი იყო. ის ვარ­ჯი­შობს და სწო­რად იკ­ვე­ბე­ბა, ალ­ბათ სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს სამი ვა­ჟის დე­დის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­ში ყოფ­ნას.

Rating



ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო „ლუქ მო­დელ­სის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. ნი­ნოს ორი ვაჟი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი უკვე მსოფ­ლი­ოს პო­დი­უ­მებს იპყრობს, თუმ­ცა, ქა­ლიშ­ვილს გა­რეგ­ნო­ბით დე­დაც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS