- იქნებ იმ დღეს მართლა არ ეცალა...
- ისეთი სულელი გგონივართ, რომ ეს ერთხელ მისვლაზე მეთქვა?! ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა და ტელეფონზეც არ მპასუხობს. ექვსი წლის განმავლობაში რაღაცნაირად შევინარჩუნეთ მწერალთა კავშირი. ბიძინა ივანიშვილმა მწერალთა სახლში დაგვაბრუნა, მაგრამ სააკაშვილისა და რურუას ბრძანებით, მწერლებს ჩამოერთვა სასახლე და ჰქვია „მწერლის სახლი“. მას დირექტორად ჰყავს ნატო ლომოური, რომელიც პროფესორ ნოდარ ლომოურის ქალიშვილია. ის აგრესიით დაგვხვდა. ვუთხარი, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მივედით. ჩემთვის ბიძინას არაფერი უთქვამსო, - განაცხადა. კულტურის მინისტრს უნდა დაეწერა ეს განკარგულება. გურამ ოდიშარიამ მთხოვა, ბრძანების პროექტი მე დამეწერა, რადგან ის ახალი დანიშნული იყო თანამდებობაზე და ნიუანსებში ვერ ერკვეოდა. კარგი, იყოს შენობა სახელმწიფოსი, მაგრამ მწერალთა კავშირს უნდა გადაეცეს სამი ოთახი. ახლა მხოლოდ ერთი - ბიბლიოთეკის ოთახი გვაქვს, იქ კვირაში ორჯერ ვსხედვართ და ვხვდებით მწერლები ერთმანეთს. დავწერე განკარგულება, გურამს ბრძანებაზე ხელი უნდა მოეწერა და სულ ეს იყო, მაგრამ მას შემდეგ ორი თვე გავიდა. აი, ვინ დაუნიშნავს კულტურის მინისტრად ბატონ ბიძინას, რომლისაც მე ისე მჯერა და ვეთაყვანები, მარჯვენა ხელი რომ მომაჭრას, გული არ მომივა. მან საქართველო ისეთი ურჩხულისგან იხსნა, რომელსაც სააკაშვილი ჰქვია. ვეჭვობ, რომ ახლანდელი მინისტრი გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის. ეს სიტყვები არ ამოიღოთ, ამას ოფიციალურად გეუბნებით რევაზ მიშველაძე.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 27 მაისის ჟურნალ „რეიტინგში“