26 მაისი, 2013
რეზო მიშველაძე: „მე რომ არ მხვდება საშუალო ნიჭის მწერალი გურამ ოდიშარია, ის სხვას ვის მიიღებს და გაახარებს?“
ნიკა რურუას დრო მოგვანატრა გურამ ოდიშარიამ. - კაცი, რომელიც დამდევდა, ჩემთან სურათი გადაიღეო, დღეს ჩემს ზარს არ პასუხობს. მე და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მივედით სამინისტროში, რაღაც მაქინაციებითა და ვაი-ვაგლახით ავაღწიეთ მის კაბინეტამდე. ასეთი რამ წინა მინისტრის დროსაც არ ხდებოდა, ნიკა რურუას დრო მოგვანატრა გურამ ოდიშარიამ. ვსხედვართ მოსაცდელში, გავიდა ერთი, ორი საათი, მინისტრი თავის კაბინეტშია. ამასობაში შედიან და გამოდიან ვიღაცები. ბოლოს მდივანს ვთხოვეთ, მინისიტრთან შესულიყო
და გაეგო, როდის მოიცლიდა ჩვენთვის. ცოტა ხანში მდივანი გამოვიდა და გვითხრა, მინისტრმა გადმოგცათ, რომ ვერ მიგიღებთ, არ სცალიაო. გურამ ოდიშარიამ ვერ მოიცალა მწერალთა კავშირის თავმჯდომარესა და მის პირველ მოადგილესთან შესახვედრად. ჩვენ ოფიციალური პირები ვართ, გარდა ამისა, ვარ რუსთაველისა და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი, ყოველი მეორე კრიტიკოსი წერს, რომ რეზო მიშველაძე თანამედროვე ქართული ლიტერატურის კლასიკოსია და ეს მე არ მომიგონია. მე რომ არ მხვდება საშუალო ნიჭის მწერალი გურამ ოდიშარია, ის სხვას ვის მიიღებს და გაახარებს? ამიტომ საშინლად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს და მე მას აღარ დავურეკავ.

- იქნებ იმ დღეს მართლა არ ეცალა...
- ისეთი სულელი გგონივართ, რომ ეს ერთხელ მისვლაზე მეთქვა?! ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა და ტელეფონზეც არ მპასუხობს. ექვსი წლის განმავლობაში რაღაცნაირად შევინარჩუნეთ მწერალთა კავშირი. ბიძინა ივანიშვილმა მწერალთა სახლში დაგვაბრუნა, მაგრამ სააკაშვილისა და რურუას ბრძანებით, მწერლებს ჩამოერთვა სასახლე და ჰქვია მწერლის სახლი. მას დირექტორად ჰყავს ნატო ლომოური, რომელიც პროფესორ ნოდარ ლომოურის ქალიშვილია. ის აგრესიით დაგვხვდა. ვუთხარი, რომ იქ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მივედით. ჩემთვის ბიძინას არაფერი უთქვამსო, - განაცხადა. კულტურის მინისტრს უნდა დაეწერა ეს განკარგულება. გურამ ოდიშარიამ მთხოვა, ბრძანების პროექტი მე დამეწერა, რადგან ის ახალი დანიშნული იყო თანამდებობაზე და ნიუანსებში ვერ ერკვეოდა. კარგი, იყოს შენობა სახელმწიფოსი, მაგრამ მწერალთა კავშირს უნდა გადაეცეს სამი ოთახი. ახლა მხოლოდ ერთი - ბიბლიოთეკის ოთახი გვაქვს, იქ კვირაში ორჯერ ვსხედვართ და ვხვდებით მწერლები ერთმანეთს. დავწერე განკარგულება, გურამს ბრძანებაზე ხელი უნდა მოეწერა და სულ ეს იყო, მაგრამ მას შემდეგ ორი თვე გავიდა. აი, ვინ დაუნიშნავს კულტურის მინისტრად ბატონ ბიძინას, რომლისაც მე ისე მჯერა და ვეთაყვანები, მარჯვენა ხელი რომ მომაჭრას, გული არ მომივა. მან საქართველო ისეთი ურჩხულისგან იხსნა, რომელსაც სააკაშვილი ჰქვია. ვეჭვობ, რომ ახლანდელი მინისტრი გურამ ოდიშარია უფრო მეტად სცემს პატივს სააკაშვილის განკარგულებებს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის. ეს სიტყვები არ ამოიღოთ, ამას ოფიციალურად გეუბნებით რევაზ მიშველაძე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ 27 მაისის ჟურნალ „რეიტინგში“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ზაზა
მიშველაძის ნაირი მძრომიალა მწერლები და მოღვაწეები რომ გვყანაან საქართველოში იმიტომ მიდის ქართველი ერის საქმე კარგად სანამ მაგისთანა ხალხი არ ჩამოცილდება საქართველოს მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება
12:28 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
არც ფსბ-ს სჭირდები ძველებურად, თორემ ააქოთებდი ტელეფონს მოსკოვში ყურადღებას არ მაქცევენო.. თუ გინდა ისევ ყურადღების ცენტრში იყო დაუდექი გვერდით ლგბტ აქციების ორგანიზატორებს და თვით ჰომოსექსუალებს, კი გაუგებთ ერთმანეთს, შენც ხომ მთელი ცხოვრება თრაქის ქიცინში გაქვს გატარებული.. ბებერო გამყიდველო..
20:34 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
გეგონა ვერ მიგიხვდებოდნენ.. გიცნობდნენ შენ ჩემო რეზო ეგ ხალხი და იმიტომ არ მიგიღეს.. გადაგაგდეს მწერალ.. მოიცა ჯერ სადა ხარ, შეგიყვარდება მიშა გარწმუნებ ცოტა ხანში, მაგრამ არც ის გწყალობს.. ხა ხა
20:29 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
წლების წინ, სტუდენტობისას ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ბატონ რეზოს შევხვდით სტუდენტები. იმდენი ღვარძლი, ჭორი და რუსული "სიტყვები" მოვისმინეთ ქართველი მწერლისაგან... მას შემდეგ აღარ გაფასებთ ბატონო "მწერალო".
14:50 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
Otari Chkhotua
სანამ საქართველოში ვინმე მიშველაძეს კლასიკოსად და ჰუმანისტად აღიქვამს, სანამ ჩვენი ბავშვების და მასწავლებლების განათლების დონე ყველაზე დაბალი იქნება ევროპაში, სანამ ამპარტავანი იდიოტები ჭკუის მასწავლებლად და მრჩევლებად მოგვევლინებიან, მანამდე საქართველო ვერ გამოვა სულიერი და ეკონომიური კრიზისისაგან.
19:10 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS