09 დეკემბერი, 2019
"მიშამ ზონდერები გამოაგზავნა..." - რას იხსენებს ზურაბ ჟვანიას ქვრივი
ორი დღის წინ, ვაკის აუზზე ტრაგედია დატრიალდა. 55 წლის ასაკში რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. თვითმხილველის თქმით, რეჟისორი მეგობრებთან ერთად ტენისს თამაშობდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

ზაზა ურუშაძის გარდაცვალებას, სოციალურ ქსელში, გამოეხმაურა ზურაბ ჟვანიას ქვრივი ნინა ჟვანია.

"ზაზა ურუშაძე მიყვებოდა, ზურას მკვლელობაზე გადაღებული "ცხელი ძაღლის" სეზონის ტელევიზიიდან ამოსაღებად მიშამ ზონდერები როგორ გამოაგზავნა და ამათმა კოპიო ღამით ჩუმად როგორ გამოიტანეს.
ჩვენ ვიკითხოთ, თორემ ეგეთი ადამიანები კი დაიმკვიდრებენ ადგილს სასუფეველში", - დაწერა ნინა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას
დღეს 56 წელი შეუსრულდებოდა. უფრო ვრცლად "ცხელი ძაღლის" აკრძალული სეზონის შესახებ წაიკითხეთ აქ
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS