“აეროპორტში ვარ. FB-ის კედელს ვსქროლავ. წავაწყდი მეგობრის სტატუსს, რომელიც მეგობარს ეთხოვება, როგორც მივხვდი მძიმე სენით გარდაცვლილს. მერე რატომღაც დამაინტერესა ვინ იყო მწუხარების მიზეზი და მის სოციალურ გვერდზე გადავედი. აღმოჩნდა ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონა ანა მამულაშვილი, ჟურნალისტი. როგორც ჩანს რამდენიმე წელი მელანომას ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ დაამარცხა… თუმცა კითხვაზე ასეთ შემთხვევებში სად
ადამიანთა მიმართ მისი გულწრფელი რჩევები უფრო ღვთიური და ჰუმანური მგონია, ვიდრე ეკლესიური ქადაგებები, თან დახვეწილი იუმორით და სილაღით სავსე, ღრმა, პირადული და ამავედროს ყველასათვის გასაგები, ჩამაფიქრებელი…
აი, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ “გაცნობილი” ადამიანის მეგობარი არ ვიყავი, თუმცა აქვე შვებაც ვიგრძენი, რადგან ახლა ძალიან გამიჭირდებოდა”