რამდენიმე თვის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ვაჟა სირაძე დაინიშნა. 33 წლის მაიორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, იგი წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2015 და 2018 წელს ვაჟა სირაძე შინაგან საქმეთა მინისტრმა მედლით დააჯილდოვა.
ვაჟა სირაძე ხობში დაიბადა და გაიზარდა. იქვე დაამთავრა სკოლაც. შემდეგ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა. სირაძის დედა, ეკა ლატარია ადვოკატია, ხოლო მამა, შოთა სირაძე - მოსამართლე. ჰყავს უმცროსი ძმა.
33 წლის მაიორი დაოჯახებულია. მისი მეუღლე მარიკა
ქავთარაძე ექიმ ლევან ქავთარაძის ქალიშვილია. ქავთარაძე ნევროლოგია და მას როგორც სამედიცინო წრეში, ასევე საზოგადოებაში კარგად იცნობენ. იგი დაახლოებით 10 წელია, ხობში ცხოვრობს და საქმიანობს, მანამდე კი ქავთარაძეების ოჯახი სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა.
გაგრძელება