ანი მამულაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა "რუსთავი 2"-ში, ტელეკომპანია "იმედში", საიდანაც 2007 წელს დარბევის შემდეგ წამოვიდა. შემდეგ კი ტელეკომპანია GDS-ზე გადაინაცვლა და დილის გადაცემა, ასევე მეგაპროექტი "ერთი ერთში" მიჰყავდა.
ანი მამულაშვილს ორი შვილი - 14 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭუნა დარჩა...
"არასოდეს ყოფილა ისეთი დღე,
33 წლის ანი 2013 წლიდან ებრძოდა მელანომას დიაგნოზს. ახალგაზრდა დედას ფეხზე ხალი მელანომაში გადაეზარდა და ჩაუტარდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა და მეტასტაზი არსად წასულა. 2015 წლამდე ანი ექიმების კონტროლზე იყო. ამ წელს დაორსულდა და სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. ამის შემდეგ ფილტვში ექიმებმა მეტასტაზი იპოვეს, რის შემდეგაც დაავადებამ მუტაცია განიცადა.
როგორც ანი ინტერვიუში ყვებოდა, მკურნალობის შედეგად მეტასტაზები ალაგდა, თუმცა ახალი კერები გაჩნდა და თავში 25-მდე მეტასტაზი ჰქონდა ახალგაზრდა ქალს...
გარდაცვლილ კოლეგას და მეგობარს "ფეისბუქში" მეგობრები იხსენებენ:
"არასოდეს ყოფილა ისეთი დღე როცა მე მიფიქრია: მორჩა, მე მოვკვდები.” რა ბევრად უფრო ძლიერი იყო მის ვერაგ დაავადებაზე. და საერთოდ სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო...", - წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია.
"არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი... ვერც მივცემ თავს ამის უფლებას... რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე.... რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი რომ მას როცა კი მომინდებოდა ვნახავდი... თურმე ვცდებოდი...
მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი... გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც...
მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ... იქაც იცინი.... იქაც ამხნევებ... იქაც გწამს.... მიყვარხარ ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად.... მიას რომელიც ასლია შენი... ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ... მინდა ყველას მოუყვნენ თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან... ნათელში იყოს შენი ხალასი სული ანი.... მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ...", - წერს პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია.