26 ნოემბერი, 2019
რომელი ცნობილი ქართველი ვარსკვლავის და ჰყავს ცოლად პარლამენტარ მიხეილ ყაველაშვილს
ბოლო დროს, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა დეპუტატი და ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი. ყაველაშვილი გახლავთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც 2016 წლიდან პარლამენტში გადაინაცვლა და დეპუტატის მანდატი ჩაიბარა.

Rating


ყაველაშვილის საფეხბურთო კარიერაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1995-1997 წლებში საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტიში“ თამაშობდა.

ყაველაშვილი დაოჯახებულია და ცოლად მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და თამარ ბაგრატიონი ჰყავს. წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავთ: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი - 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში,
მესამე შვილი - ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში დაიბადა.

Rating
Rating

თამარ ბაგრატიონს კიდევ ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა. თამარი პირველ ქორწინებაში პოლიტიკოს ნიკოლოზ ივანიშვილის ძმასთან, ბიჭი ივანიშვილთან იმყოფებოდა, რომელიც საუბედუროდ, გარდაიცვალა.

Rating

თამარ ბაგრატიონის პირველი შვილი გიორგი ივანიშვილი წარმატებული ფეხბურთელია. 29 წლის ნახევარმცველმა ზაფხულში სასნოვიეცის „ზაგლებიესთან“ კონტრაქტს ხელი სეზონის ბოლომდე მოაწერა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი ბოლო წლებში საჩხერის „ჩიხურაში“ თამაშობდა.

Rating
RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS