25 ნოემბერი, 2019
"მირჩევნია ხიდის ქვეშ დავწვე, ვიდრე უგულავას და ბოკერიას გვერდით დავდგე"
"მირჩევნია, ხიდის ქვეშ დავწვე, ვიდრე უგულავას და ბოკერიას გვერდით დავდგე", - ასე აფასებს მომღერალ სოფო ბედიას ქმარი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, მიშა მესხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

- გუბაზ სანიკიძე, ჩარკვიანები და ორპროცენტიანი პარტიები ბიძინა ივანიშვილზე იყვნენ ჩამოკიდებულები და დღეს რასაც აკეთებენ, იმ განცხადებების არ რცხვენიათ?! მასეთი პოლიტიკოსები რომ ჰყავს საქართველოს, იმიტომაც არის ყველაფერი კარგად. თუნდაც ახალგაზრდების გამოყენებას შევეხოთ, ჩვენც არაერთხელ გამოგვიყენეს ბოროტად, ბევრს არც აინტერესებდა რა დღეები გვქონდა ციხეში, როგორ გვექცეოდნენ და ა.შ. უბრალოდ
განცხადებებს აკეთებდნენ ტელევიზორში. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გევრდით იმ ხალხის დგომა, ვინც ოცნების გვერდით იდგა, სირცხვილია! მაგათ ოღონდ ვინმე გვერდით დაუდგეთ და იტყვიან ფაშისტები ვართო. ვფიქრობ, ჭკუას ისწავლის „ქართული ოცნება“.

პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხვიდე და ხელი ჰკრა იმას, ვინც ფეხზე დაგაყენა სწორად არ მიმაჩნია. მე შეიძლება მეგობრულად ადამიანურად ვთქვა ჩემი კრიტიკა და პრესაშიც გამოვხატო საკუთარი აზრი, მაგრამ იმათ გევრდით დგომა არასწორად მიმაჩნია. კიდევ ბევრ მოღალატეს ვნახავთ „ქართულ ონებაში“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
პატრიოტი 2
ვის რაში სჭირდები! ხიდის ქვეშ იქნები თუ ხიდის ზევით -ერთი ნაგავია!
10:29 / 26-11-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS