04 აპრილი, 2014
რატომ მოხვდა ციხეში ლევან სუხიტაშვილი
7 წელია ცოლ-ქმარი ვართ. გამოსაცდელი პერიოდი გადავლახეთ, თუმცა კამათის გარეშე არ ჩაუვლია ლევან სუხიტაშვილი საზოგადოებამ სტუდია ''მაესტროს'' რეალური შოუ ''ამტანებიდან'' გაიცნო. ლევანი პროფესიით მსახიობია, თუმცა, როგორც ყველა მის ოჯახში, თავადაც მღერის.
ახლახან სერიალში ''ჩემი ცოლის დაქალები'' გამოჩნდა, სადაც თინა მახარაძის გმირის ყოფილი მეუღლის ძმაკაცს თამაშობს. იყო დრო, როცა გინეკოლოგობა უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავში ექიმი ვერ გააღვიძა და გეზი თეატრალურისკენ აიღო.
პროფესია ქალივითაა, გაიცნობ და აღარ მოგწონსო, გვითხრა მსახიობმა. რატომ ჰყავს სამი ცოლი ლევან სუხიტაშვილს და
როგორი კლასიფიკაციით ყოფს ქალებს, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- ლევან, საზოგადოებამ ''ამტანებიდან'' გაგიცნო. დღეს როგორ გახსენდება ის პერიოდი?
- ძალიან კარგად. მოგონება ყოველთვის სასიამოვნოა და მით უფრო, კარგი მოგონება. ბოლოს და ბოლოს, ამ პროექტში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი.
- შენ და მაკას ორი ბიჭი გყავთ. გოგონაზე არ ფიქრობთ?
- მე მყავს გოგო. მაკასაც უნდა ალბათ.
- ჯერ კიდევ მაშინ, ''ამტანებში'' ყოფნისას, შენი შვილის დედა, მაია ჯანყარაშვილი, ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა. რა ურთიერთობა გქონდა პირველი შვილის დედასთან?
- ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
- შვილთან თუ გაქვს ურთიერთობა, რა სიხშირით ნახულობთ ერთმანეთს?
- რა თქმა უნდა, როცა დრო მაქვს, ვაკითხავ და მომყავს. მარიამი ახლა 11 წლისაა.
- კარგი, მაკას დავუბრუნდეთ, თქვენი სიყვარულის ამბავი ''ამტანის'' მაყურებლის თვალწინ დაიწყო და განვითარდა. იმ პერიოდში არაერთი თინეიჯერი გოგონას კერპი იყავი. როგორ გაუძლო მაკამ ამ შემოტევებს. ეჭვიანობის სცენები არ ყოფილა?
- იყო ალბათ, მაგრამ მე ვივაჟკაცე, დავუმტკიცე, რომ ერთგული ვიყავი. 7 წელია ცოლ-ქმარი ვართ. გამოსაცდელი პერიოდი გადავლახეთ, თუმცა კამათის გარეშე არ ჩაუვლია.
- მძიმე ხარ ოჯახში?
- კი, მაგრამ დივანზე გაზეთით, ტელევიზორის პულტით არ ვზივარ და აბა, ახლა ხმა არავინ ამოიღოს-მეთქი, არ ვამბობ. დილაობით ვარ ხოლმე ცუდ ხასიათზე. არ მინდა, ვინმემ ხმა გამცეს.
- ყოველ დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებ?
- არა. უბრალოდ, ბევრ რამეზე ვფიქრობ, დღის განრიგს ვადგენ და არ მინდა, ვინმემ ხელი შემიშალოს.
- ასეთი დაკავებული ხარ?
- დაკავებულობა არაფერ შუაშია. შეიძლება, რაღაც სირობაზე მივდიოდე, მაგრამ იმასაც ხომ დრო უნდა.
- სირობებზე ხშირად დადიხარ?
- კი.
- შენს ''ფეისბუქზე'' საინტერესო ფოტო აღმოვაჩინე, სადაც გაცვია მაისური წარწერით, - ''ცოლები''. ამავე მაისურზე სამი გოგონას ფოტოა. ერთ-ერთი შენი მეუღლე მაკა ვასაძეა. ვინ არიან დანარჩენი ორი?
- დანარჩენი ცოლები.
- არ გაგვაცნობ?
- არა. მათგან მაქვს აკრძალული, რომ არსად არ ვთქვა მათ შესახებ. საერთოდ, სამი ცოლი საჭიროა. ქალებს ხომ გაქვთ ტანსაცმელი იმის მიხედვით, სად მიდიხართ: სახლის სამოსი, გამოსასვლელი, სავარჯიშოდ სპორტულები. ასევე მყავს მე ცოლები: საშინაო, საგარეო და სავარჯიშო, ტრენა(ჟორი)ცოლი.
- მაკა რომელია?
- მაკა, როგორც პირველი, თავად წყვეტს, რომელ დღეს რომელი ცოლის ფუნქციას შეასრულებს. დანარჩენები ემორჩილებიან და თავისუფალ ადგილს იკავებენ.
- რას საქმიანობს მაკა?
- ბავშვებს ზრდის.

Rating

- ეს შენი დამსახურებაა?
- რა ვიცი, ბავშვები მე გავაკეთე და...
- სხვებსაც ხომ ჰყავთ ბავშვები, მაგრამ ცოლები მუშაობენ.
- მაგიდაზე მუშტი არ დამიბრახუნებია, ''კუხნაში'' იჯექი, ქალო-მეთქი. სათანადო სამსახური არ გამოჩნდა ალბათ.
- ზოგადად, რომელი კატეგო რიის მამაკაცს მიეკუთვნები: აზიატს, ევროპელს თუ შუაშისტს?
- აზიატიც ვარ, ევროპელიც ზოგჯერ. თუ მეტყვი, როგორია ნამდვილი ევროპელი მამაკაცი, გეტყვი, ვარ თუ არა ევროპელი.
- მაგალითად, ევროპელ მამაკაცს ესიამოვნება, როცა მის მეუღლეს მსგავსი შინაარსის ქათინაურს ეტყვის სხვა მამაკაცი, - ''რა ლამაზი უკანალი გაქვს''.
- არა, მაშინ არ ვარ ევროპელი! (იცინის). და მხოლოდ ამ კლასიფიკაციით რატომ ყოფ კაცებს?
- შენ როგორ ყოფ ქალებს?
- ორ კატეგორიად ვყოფ: ქალები და ყ...ქალები.
- როგორები არიან ეს უკანასკნელნი?
- ტიპურ ყ...ქალას დაგიხატავთ. მიდის, ჰგონია, რომ მიაქვს მთელი ქუჩა, დაელაპარაკები, კომპლიმენტს ეტყვი და პასუხსა და გამოხედვაზე მიხვდები, რომ მაგრად ვერ არის, გოიმობის მწვერვალია.
- რა გამოდის, ქალები, რომელებსაც შენ უხამსად მოიხსენიებ, უბრალოდ, გოიმები არიან?
- არა, გოიმი კიდევ სხვა რამეა. ესენი თან გოიმები არიან და თან ნაბოზვრები. ანუ ნაბოზვარი გოიმები. ეს ორი სიტყვა მთლიანობაში გვაძლევს ახალ სიტყვას, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე.
- ნაბოზვარს ვის ეძახი?
- ადამიანს, რომელიც ცდილობს, მეორეს რაიმე ცუდი გაუჩალიჩოს ან ისეთი რამ თქვას მასზე, რაც საერთოდ არც მომხდარა, უბრალოდ უნდა, ჩირქი მოსცხოს. ოღონდ ესენი ჭორიკანა ქალებში არ შეგეშალოთ. ჭორიკანა ქალები ხშირად საყვარლად ჭორაობენ. ძალიან მიყვარს ქალებთან ჭორაობა. ხუთ ქალთან ერთად ვმჯდარვარ მანქანაში, ბათუმამდე მიმგზავრია, მუსიკა გამომირთავს, წინ პოპკორნი დამიდია და მისმენია.
- ჭორიკანა კაცებზე რას მეტყვი? შენ არ გიჭორავია ქალებზე?
- კი, ოღონდ საყვარლად.
- აბა, მოყევი, როგორ?
- ვზივართ რამდენიმე ჭორიკანა მამრი და საყვარლად ვჭორაობთ. ტექსტები დაახლოებით ასეთია: ის ნაშა რომ გაიჩითა, გახსოვს? კაი შე ჩემა! მე დამევასა, მერე რა, რომ დაგევასა, რაღა დროს ეგაა და ა.შ.
- მაკამ იცის, ასეთი ჭორიკანა ქმარი რომ ჰყავს?
- კი. ერთადაც გვიჭორავია, რა მოხდა მერე. ნაშებზეც კი გვიჭორავია. მარტივია ძალიან, წარსულ დროში გადაიტან აწმყოს და თქვი რაც გინდა (იცინის).
- კიდევ ერთი ფოტო ვნახე, შენს ''ფეისბუქზე'', ტრანსპარანტით, შიმშილობის მეორე დღე. რას აპროტესტებდი?
- მშიოდა იმ მომენტში და სადაც შესაბამისი ადგილი ვნახე, წამოვწექი. იქვე ბარში ფურცელი და კალამი ვიშოვე და ფოტო გადავიღე. საერთოდ, ბევრ რამეს ვაპროტესტებ.
- მაგალითად?
- ბევრი რამ მიშლის ნერვებს. ისიც, რომ მანქანები ცუდად ჰყავთ გაჩერებული.
- პოლიტიკასთან როგორ ხარ?
- როგორც ყველა. პოლიტიზებული ვარ მაშინ, როცა დუღს ესა თუ ის პოლიტიკური საკითხი ქვეყანაში. ამ დროს სხვა რამეზე ვერ ვფიქრობ.
- პროფესიით მსახიობი ხარ. რომელიმე თეატრთან თუ გითანამშრომლია?
- ცოტა ხანს რუსთაველის თეატრალურ სადრაფში ვიყავი, მერე ბავშვთა ცენტრი გავაკეთე და თეატრს შევეშვი. ეს იყო დრო, როცა არჩევანის გაკეთება მომიხდა საყვარელ პროფესიასა და ოჯახს შორის. ძალიან რთულია, იყო მსახიობი და თან ინახავდე ოჯახს. არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გავაკეთე. ძალიანაც მენატრებოდა, მაგრამ... სულ ვფიქრობდი, აი, ამასაც გავაკეთებ და მერე დავბრუნდები თეატრში-მეთქი.
- თეატრში რომ დაბრუნდე, სულ ცოტა, რეჟისორმა უნდა მიგიწვიოს.
- ჰო, მაგრამ შეგიძლია, შენც დარეკო და შეაწუხო ვინმე.
- ''ჩემი ცოლის დაქალებში'' რომ მიგიწვიეს, თავად შეაწუხე ვინმე?
- არა, ამ შემთხვევაში ინიციატივა მათგან წამოვიდა და ძალიან მიხარია. ზოგადად ვინც შემიწუხებია, დაგირეკავთო უთქვამთ, მაგრამ არავის დაურეკავს.
- როგორია შენი გმირი, იქნებ, თავად გვიამბო?
- სერიალებში ძირითადად მსახიობი აძლევს ხოლმე მიმართულებას რეჟისორს, როგორი უნდა იყოს ესა თუ ის პერსონაჟი. ამ ეტაპზე ვიცი ის, რომ ვარ ახალი პერსონაჟის ძმაკაცი. ხელმოცარული ''სასტავი'' ვართ, 300 ლარს რომ ვერ შოულობენ გაჭირვების ჟამს.
რაც შეეხება ზოგადად ჩემს პროფესიას, თავიდან ექიმობა მინდოდა. ქალივითაა პროფესიაც. რომ გაიცნობ და აღარ გაინტერესებს. ჩემში ექიმი ვერ გავაღვიძე. ჟურნალისტიკაზეც ვსწავლობდი ერთი წელი. თეატრალურზე ვერ მოვასწარი ჩაბარება, ერთი წელი უქმად უნდა ვყოფილიყავი და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლაც მინდა სწავლა. მენეჯმენტი და პიარი მინდა შევისწავლო.
- ციხეში რატომ მოხვდი?
- სამართალდამცავის შეურაცხყოფისთვის.
- რა მოხდა?
- შემაგინა.
- ნასვამი იყავი?
- არა. ცოლ-შვილთან, დასა და ძმასთან ერთად ვიყავი სტადიონზე. ვხმაურობდით, როგორც ყველა ემოციური გულშემატკივარი. დაჯექიო, მითხრა. რამდენიმეჯერ რომ გამიმეორა, არ დავჯდები-მეთქი, ვუთხარი. შეხვედრა უკვე მთავრდებოდა. მერე სხვა თანამშრომლები მოიხმო და ჩემი გათრევა მოინდომეს. ამ შეხლა-შემოხლაში ერთ-ერთმა შემაგინა. ვერ მოვითმინე და დავარტყი. მერე შემდგნენ, წამიყვანეს და როგორც ხდება ხოლმე, დაწერეს სცენარი სახელწოდებით ''რემბო 4''.
- ამ სცენარს ხელი მოაწერე?
- სხვა გზა არ იყო, მაშინ ვერაფერს დაამტკიცებდი. ორი თვე ვიჯექი და კროსვორდებს ვავსებდი. მერე საპროცესო შეთანხმება, ჯარიმა და გამომიშვეს.
- ვიცი, რომ მღერი, როგორც ყველა შენს ოჯახში, რატომ არ სცადე არც ერთ მუსიკალურ პროექტში ბედი?
- რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ რაღაც მოხდა. გვიან არასდროს არის.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
თათუსია
რა აბდაუბდა რესპოდენტია ის ჟურნალისტიც შეხვდა..საზარელი ინტერვიუ იყო .. ისე, რა ჩემი საქმეა და ძალიან შეუფერებელი წყვილია, ჭორაობაში არ ჩამომართვათ.. იმიტომაც ყავს სამი თუ ცხრა ცოლი ..ამას რომ დაიტრაბახებს კაცი ის შვილს გაზრდის კარგად?????
21:43 / 23-06-2014
გამოხმაურება / 0 /
mari jgamadze
Rigor unda cnobadoba,da popularoba,magram aseti sisuleleebit hors ver gaprindebi...piriqit....
17:36 / 14-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ლევან, ძალიან საყვარელი ხარ და თანაც საყვარლად გაკლია :)
16:34 / 10-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან მაინტერესებს,რომელ ევროპულ ქვეყანაში ნახა ჟურნალისტმა, ცოლის უკანალის შექების შემდეგ,,,გახარებული,, მამაკაცი?ეჰ,რა გეშველებათ.
01:32 / 09-04-2014
გამოხმაურება / 0 /
NINO
რა გულისამრევი ინტერვიუა! ჟურნალისტიც იდიოტურ კითხვებს სვამს და რესპოდენტიც ,,ვაჟკაცობის აპოთეოზია"....ევროპელობა თურმე ის ყოფილა,ვიღაც შენს ცოლს რომ ხელს წამოარტყანს უკანალზე!??? მეტ საინტერესოს ვერაფერს რომ ვერ ხედავს ხალხი ევროპულ აზროვნებაში,მიტომაა ჩევნი საქმე კარგად!...ფუუუჰ,ნეტა არ წამეკითხა საერთოდ,ამეშალა ნერვები...
19:02 / 08-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS