ანი ჩირაძის პირველი ქმარი ზეზვა ცისკარიშვილი გახლდათ, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის ვაჟი. წყვილს საერთო შვილი ნიცა ცისკარიშვილი ჰყავთ.
ანისთან ქორწინებამდე დაოჯახებული იყო შეფი კონსტანტინე თედელურიც. მისი ყოფილი ცოლი მსახიობ თამუნა ნიკოლაძის და - პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი სონია ნიკოლაძე გახლდათ. კონსტანტინეზე გათხოვების
„ბერლინში არ ვმუშაობდი. ძირითადად გართობაზე ვიყავი გადართული. პარალელურად ენასაც ვეუფლებოდი. თბილისში არასდროს მომივიდოდა აზრად გერმანული ენის შესწავლა. ამ პერიოდმა უპირველესად ის მომცა, რომ ცხოვრებაში პირველად დავრჩი საკუთარ თავთან მარტო. მეუღლე სულ მუშაობდა და ხშირად მიწევდა მარტო ყოფნა...“ - ჰყვებოდა სონია „ბომონდთან“ ინტერვიუში.
ბერლინიდან სონია მეუღლესთან დაშორებული დაბრუნდა და კარიერა წარმატებულად თბილისში გააგრძელა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავთ. ცნობილ შეფს, ყოფილ მეუღლესთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში ახლაც გამოქვეყნებული აქვს და არ წაუშლია.