03 აპრილი, 2014
''ვიღაცამ სადალაქოში პედიკურის გაკეთების დროს რომ დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს''
''ვგიჟდები'' ერთსქესიან ქორწინებაზე, ეგრე არაფერი ''მომწონებია'' ამ ბოლო დროს, ვინმე ახალგაზრდა ბიჭი მინდა ცოლად გია კორკოტაშვილი რომ ტრადიციული ქართველი ბატონია, ამას ერთი შეხედვითაც შეამჩნევთ. მიუხედავად ამისა, ბევრ სიახლეს ლოიალურად უყურებს, თუმცა არის ისეთი თემებიც, რომლებიც მისთვის მიუღებელია, მაგალითად, ერთსქესიანი ქორწინება. ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება, ქართული ტრადიციული სუფრა, ქელეხი და მოტირალები, ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც ბატონ გიას ''სტერეოტიპებში'' ვესაუბრეთ.

- თითქმის ყველა ტრადიცია ქრისტიანობას უკავშირდება, ანუ რელიგიას. დროთა განმავლობაში მოსახლეობამ ზოგი ტრადიცია გარდაქმნა, გააფეტიშა, თუნდაც, დაკრძალვის
ცერემონია ავიღოთ. მიცალებულისთვის მოტირალის დაქირავება რომ იციან, ნამეტანს რომ კივიან და წივიან, ეს არ მომწონს, ადამიანმა შეიძლება ხმა საერთოდაც არ ამოიღოს, მაგრამ გული სასტიკად სტკიოდეს. ქელეხიც ზოგჯერ გადამეტებულია და მწუხარების სუფრას აღარ ჰგავს, თუმცა რელიგიური თვალსაზრისით, ესაა ტრაპეზის ჩვეულებრივი გაგრძელება, დასავლეთში ან უფრო მთიან ადგილებში წინასწარ იმიტომ იყო ქელეხი, რომ მწუხარების გამოსახატად პიროვნებას დიდი გზის გავლა უწევდა, დაღლილს კი ლუკმას გაატეხინებდნენ ხოლმე, თორემ ახლა რომ გამოტყვრებიან და კუბო ხელიდან უვარდებათ, ასე კი არ იყო, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, მაგრამ არა მგონია, ეს ზოგადად ვინმეს მოეწონოს.
- რაც შეეხება სუფრის ტრადიციას, როგორც ვხვდები, ამანაც იცვალა სახე.
- დრო იმდენად აჩქარდა, რომ ადამიანებს ყველაფრის სწრაფად კეთება უნდათ, სიხარულიც სწრაფად უნდათ, დათრობაც, ღვინოს ნაკლებად სვამენ, უფრო სპირტიანი სასმელები იზიდავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას. ახალგაზრდობისას ისეთ სუფრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ჩემზე უფროსი ადამიანები ოსტატურად ამბობდნენ სადღეგრძელოებს, ლექსებს. ბევრ თამადას სუფრა ისე მიჰყავს, ფიქრობ, ნეტავ, ეს ყველაფერი არ დამთავრდესო. სუფრაზე ყველასა და ყველაფერს მნიშვნელობა ენიჭება, როგორი სუფრის წევრები არიან, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, რამდენად შეხმატკბილებული არიან და ა.შ. ზოგან ისეთი ჰარმონიაა, ისეთ კარგ დროს გაატარებ ადამიანი, თავი კონცერტზე გეგონება.
- რაც შეეხება ა-ლა-ფურშეტს, ზოგს სასტიკად არ მოსწონს, არადა, ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში სუფრის ამ სახემაც მოიკიდა ფეხი.
- ა-ლა-ფურშეტს რა დავარქვა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ეგ ქეიფი არ არის, უბრალო წახემსებაა, ა-ლა-ფურშეტს უფრო საქმიანი სახე აქვს. ვისაც ეს არ მოსწონს, ნუ მივა ისეთ ადგილას, სადაც იცის, რომ ა-ლა-ფურშეტი დახვდება. ყველამ იცის, სად მიდის და რისთვის, თუ არ სიამოვნებს, აარიდოს თავი, თუ საქმეზე მიდის, გააკეთოს საქმე და წამოვიდეს.
- შვილებისა და მშობლების ურთიერთობაზეც გკითხავთ, ადრე ეს უფრო სტერეოტიპული იყო, დღეს კი შვილები მშობლებთან მეტად გახსნილები არიან.
- გეთანხმებით, დღეს უფრო გახსნილია ურთიერთობა, ჩემი შვილისა და ჩემი ურთიერთობა დაფუძნებული არ გახლავთ თავხედობაზე ან უპატივცემულობაზე, მაგრამ იმავდროულად შვილებს შეუძლიათ, ღიად მელაპარაკონ ნებისმიერ საკითხზე. პირადად მე მამაჩემთან ასეთი ახლო დამოკიდებულება არ მქონდა, უფრო ჩაკეტილი ვიყავი, როცა რაღაც მიჭირდა, მაშინ ვესაუბრებოდი, ახლა კი სხვაგვარადაა. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია თვითონ მამა-შვილის ურთიერთობაზე, რამდენად სცემენ პატივს ერთმანეთს.
- თანამედროვე ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის უფლება-მოვალეობების გათანაბრებას როგორ უყურებთ?
- ადრე ამერიკულ ან ევროპულ ფილმებში ვუცქერდით, რომ ოჯახში წამყვანი ქალი იყო. დღეს საქართველოში ბევრი მამაკაცი ნერვებაშლილი სახლში ზის და საქმე არ აქვს, ქალბატონი კი ოჯახს არჩენს. ამ შემთხვევაში, თუ ცოლმა ქმარს, როგორც მამაკაცს, პატივი არ სცა და ჩვარივით ამოიდო იღლიაში, მაშინ რაზეა საერთოდ ლაპარაკი?.. ჯვრისწერისას მოძღვარი წყვილს ეუბნება, რომ ოჯახის თავი არის მამაკაცი, ქალი კი უნდა იყოს მისი მორჩილი, თუ ქრისტიანულად განვმარტავთ - ასეა, დანარჩენზე რა გი თხრათ... ჰარმონიასა და სიყვარულზეა დამოკიდებული, როგორ სცემს პატივს წყვილი ერთმანეთს.
- ხანდახან მამაკაცები ხომ ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებებს?
- მე ჰარმონიაზე ვლაპარაკობ, ანომალიურ სიტუაციებს არ ვგულისხმობ. არ გვინდა ისეთი შემთხვევის განხილვა, როცა მამაკაცი თვრება და ცოლს დღეში სამჯერ სცემს, ან კიდევ ცოლს ჰყავს დაჩმორებული ქმარი.
- რაც შეეხება ქორწინებამდე წყვილის ერთად ცხოვრებას, ამას როგორ აფასებთ?..
- ესეც დრომ მოიტანა. ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელსაც სურს, ცოლად უბიწო ქალბატონი შეხვდეს, მაგრამ ასევე ბევრი ვაჟკაცი ბიჭი ვიცი, განათხოვარი გოგო რომ ჰყავს ცოლად, მაგრამ ეს მათ არ აკნინებთ. ყველაფერი მოდის იმ კონკრეტული სიტუაციიდან, თორემ კარგი ოჯახის აწყობა შესაძლებელია როგორც ქალიშვილთან, ასევე განათხოვარ გოგოსთან. შეიძლება გაჯიუტდე და იძახო, ქალიშვილი გოგო მინდა ცოლადო, მაგრამ ამ დროს განათხოვარი შეგიყვარდეს, მოჰკიდო ხელი და კარგი ოჯახი შექმნა. წინასწარ ასეთ საკითხებზე საუბარი რთულია.
- ერთსქესიან ქორწინებაზეც მინდა გკითხოთ.
- ''ვგიჟდები'' ერთსქესიან ქორწინებაზე, ეგრე არაფერი ''მომწონებია'' ამ ბოლო დროს, ვინმე ახალგაზრდა ბიჭი მინდა ცოლად (იცინის). ეს აზრი საერთოდ ვინმეს თავში როგორ მოუვიდა, გინდა ამერიკაში, გინდა ევროკავშირში და გინდა შუაგულ საქართველოში? ჩემთვის მიუღებელია, მიუღებელი კი არა, გულის არევამდე საზიზღარია. ამ ფაქტს შეიძლება ვიღაც შეეგუოს, მაგრამ ჩემთვის არის გულის ამრევი და მორჩა, რაც უნდა თანასწორობაზე, თავისუფლებასა და იდეალებზე მელაპარაკონ...
- თქვენს საახლობლოში არავის ჰყავს არატრადიციული ორიენტაციის მეგობარი?
- მე ასეთი მეგობარი არ მეყოლება (იცინის).
- მაგრამ ხომ შეიძლება, ადამიანთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ და მერე აღმოაჩინოთ, რომ არ ყოფილა ნატურალი.
- ვინც ჩემთვის ძვირფასია, იმას გავაფრთხილებ, შვილო, თავი დაანებე ტრაკის მიცემას-მეთქი, თუ არ დამიჯერებს, ჩემგან მოიკვეთება და მერე რაც უნდა, ის უქნია. ადამიანს თავისი სხეული თვითონ ეკუთვნის, სადაც უნდა, იქ დააგირავებს და როგორც უნდა, ისე გააქირავებს.
- მინდა გკითხოთ კაცების იმ კატეგორიაზე, რომლებიც პედიკიურ-მანიკიურისთვის, კოსმეტოლოგიური პროცედურებისთვის სალონებს საკმაოდ ხშირად სტუმრობენ.
- პედიკიური და ფრჩხილების გაკეთება ნორმალური მოვლენაა, მაგრამ საქართველოში მაინც ცუდ ტონადაა მიჩნეული. ჩემი აზრით, ადამიანი ამ გზით თავს უვლის და საგანგაშო სულაც არაა, მაგრამ მე რომ ვიღაცამ სადალაქოში პედიკიურის გაკეთების დროს დამინახოს, შეიძლება, ცოტა სხვანაირადაც შემომხედოს. ისე, ამის გაკეთება სახლშიც შეიძლება, მაგრამ თუ ამის საშუალება და სურვილი გაქვს, გაიკეთე იქ, სადაც გინდა. მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი მანიკიურსა და პედიკიურს იკეთებს, არ შეიძლება, გეი იყოს.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
დალი
რა გინდათ, კაცი მართალია, ისედაც ცოტანი ვართ და თუ კაცმა კაცი შეირთო გავმრავლებულვართ ეგ არის, ყველა უზნეობა როგორ უნდა ავიტაცოთ ქართველებმა
00:15 / 08-11-2017
გამოხმაურება / 0 /
რეზი
ვინ არის კორკოტა ან რას წარმოადგენს,რო ამისგან ინტერვიუს იღებთ.
20:10 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
გამომივიდა ესეც ინტელექტუალი სხვას ჭკუას ასწავლის ეს ქაჯი.კორკოტ მაგარი გოიმი ხარ .
16:30 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
კორკოტ, რომ იცოდე როგორ მიყვარხაარ!!!
13:26 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS