„რეიტინგი“ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, კახა გოგიძეს ესაუბრა.
- ძალიან ცუდად ვაფასებ ფილმის პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ყურადღების გადასატანად, ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია ის, რაც ხდება. ცხინვალში ჩვენი თანამოქალაქე 28 წლის ახალგაზრდა ბიჭი გაიტაცეს, ახალგორში კი ჩვენი თანამემამულე გარდაიცვალა, იმიტომ ის არ გამოატარეს, საოკუპაციო ხაზთან ასეთი
- დაესწრებით ფილმის ჩვენებას?
- მე ჩვენებას არ დავესწრები, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფილმი ნანახი მაქვს. ჩემი პრემიერაზე დასწრება კიდევ ერთი მიზეზი იქნება არეულობის, სკანდალებზე ორიენტირებული ადამიანი არ ვარ და არავის მივცემ ამის საბაბს.
- ბოლო დღეებში გახდით რაიმე ტიპის აგრესიის ან მუქარის მსხვერპლი?
- მე აგრესიის მსხვერპლი არ ვყოფილვარ. ნებისმიერ რამეზე შეიძლება მოგდონ შარი, ასე რომ, თუ გავხდები აგრესიის მსხვერპლი, საკადრის პასუხს გავცემ ყველას. მუქარას რაც შეეხება, სერიალში შესრულებული როლის გამო მაყენებენ შეურაცხყოფას, ასე რომ, არაფერი გამიკვირდება.
ეს ადამიანები, ვინც დღეს ქუჩაში გამოვიდა, არიან შეუმდგარი, განუხორციელებელი ადამიანები. ეს არის ხალხი, რომლებიც ბირჟაზე დგანან და არ იციან, რატომ გაჩნდნენ. ეს ის კატეგორიაა, ვინც თავის სიმართლეს მხოლოდ გაბრაზებაში ხედავს.
ქვეყანაში გაუნათლებელია ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, ისინი სქელტანიან წიგნებს იმიტომ არ კითხულობენ, ამას რა წაიკითხავსო. ასეთ ხალხთან კი არც დიალოგში ვაპირებ შესვლას და არც კონფლიქტში.