01 ნოემბერი, 2019
"თვითმკვლელობამდე 112-ში დარეკა და უთხრა, ტყეში ბიჭი თავს იკლავსო"
პირველი არხის ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის, სანდრო ბერაძის მეგობარი, გიორგი ჩოგოვაძე შემდეგი სახის ემოციურ ინფორმაციას აქვეყნებს:

"არც ის იფიქროთ, რომ ეს სპონტანური, იმ დღის გადაწყვეტილებაა. აფექტზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. 40 წუთი მარტო ტაქსით იარა დიდუბიდან იმ ულამაზეს ტყემდე. გზად შეიძინა რაც სჭირდებოდა. მოამზადა ყველაფერი. მთელი გულით აკეთებდა ყოველთვის ყველაფერს. არ შეეძლო სხვანაირად. მერე დაურეკა დედას და ძმას დასამშვიდობებლად და ბოდიშის მოსახდელად. დავიღალეო… ღმერთმაც მიმატოვაო. აღარ შემიძლია ამ ჯოჯოხეთში ცხოვრებაო…

ამ ყველაფრის მერე რაკავს 112–ში. ეუბნება
რომ ტყეშია და თავის მოკვლას აპირებს. იმასაც ამბობს, რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ბოლოს ეუბნება, რომ ეხლა მეძებეთ ტყეში თქვენი დედაც ვატირეო… შემდეგ ტელეფონს აერთებს ფოვერბენკში. ალბათ იმისთვის მელე გვეპოვა და დაწყებული საქმე ბოლომდე მიყავს. არ იცოდა სანდრომ, რომ 4 დღე ვერ ვიპოვიდით. ნამდვილად არ იცოდა. არ შეეძლო ეს თავის ძმისთვის გაეკეთებინა. ძმისთვის, რომელიც 6 თვე ნანახი არ ყავდა და ორი კვირის წინ, დახვედრის შემდეგ ნასესხები ფულით რესტორანში წაიყვანა. დღე როცა სანდრო იმ არაბუნებრივად ლამაზ ტყეში ვიპოვეთ – გიოს, სანდროს ძმის, დაბადების დღე იყო...", - წერს გიორგი ჩოგოვაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS