30 ოქტომბერი, 2019
"მოგებულით ვალებს გავისტუმრებ და გაჭირვებულებს დავეხმარები" - ამბროლაურის მერი
ამბროლაურის მერის პირველი განმარტებები “პორშეს” მოგების შემდეგ – დავით მხეიძე ამბობს, რომ მისი სახელით, ექაუნთი ძმიშვილებმა შექმნეს. სწორედ ამით ხსნის, ამბროლაურის მერი იმ ფაქტს, რომ გათამაშების 48 ბილეთი ჰქონდა.

“რეგიონულ კვირასთან” დავით მხეიძემ ისიც აღიარა, რომ ფეხბურთის დიდი მოყვარულია და ცოტა ხნის წინ, ორი 5-ლარიანი ბილეთიც დადო, ისიც ფეხბურთის სიყვარულით.

“2-3 წლის წინ ჩემმა ძმისშვილმა ბიჭებმა ჩემი სახელით შექმნეს გვერდი ლიდერბეთზე, რა თქმა უნდა, ისინი მართვავდნენ ამ გვერდს და 48 ბილეთი მოუგროვდათ.


მინდა გამოგიტყდეთ, რომ
ფეხბურთის დიდი ფანი და მოყვარული ვარ, მაგრამ სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არც მცალია მანდ სათამაშოდ, არც აზარტული მოთამაშე ვარ და არც დამოკიდებული თამაშებზე.

ორი 5-ლარიანი ბილეთი დავდე ამას წინ საღამოს, როცა სახლში ვისვენებდი, ისე, ფეხბურთის სიყვარულის ხათრით, ჰოდა, ღმერთის საჩუქრად ვთვლი ამ ყველაფერს, რადგან მე ეს მარტო ჩემთვის არ მომიგია. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზვიადი
თუ მაგისი არ არის, ძმიშვილები თავს მოაჭამენ, უბრალოდ გვატყუებს და არც რცხვენია, რამდენჯერ ექნება სამსახურის კომპიუტერიდან დადებული ვინ იცის,
22:15 / 31-10-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS