30 ოქტომბერი, 2019
"ოჯახი ქალზე დგას, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები მაინც მამაკაცია"
ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ოჯახი ქალზე დგას, თუმცა, გადაწყვეტილებას მამაკაცი იღებს.

"ოჯახი ქალზე დგას, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები მაინც მამაკაცია და ჩემს შემთხვევაში - ლევანი. ყველაფერს ვეკითხები, მის გარეშე სურვილიც არ მაქვს, რაიმე ოჯახური გადაწყვეტილება მივიღო.

სახლში დაგვიანების მიზეზს ყოველთვის ვეუბნები. სადმე წავიდეთ თუ არა, ამასაც ვეკითხები, მაგრამ ამავდროულად, ოჯახში დიდი როლი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი საჩემოდ გადაწყდეს", - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS