"ოჯახი ქალზე დგას, მაგრამ გადაწყვეტილებების მიმღები მაინც მამაკაცია და ჩემს შემთხვევაში - ლევანი. ყველაფერს ვეკითხები, მის გარეშე სურვილიც არ მაქვს, რაიმე ოჯახური გადაწყვეტილება მივიღო.
სახლში დაგვიანების მიზეზს ყოველთვის ვეუბნები. სადმე წავიდეთ თუ არა, ამასაც ვეკითხები, მაგრამ ამავდროულად, ოჯახში დიდი როლი მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი საჩემოდ გადაწყდეს", - ამბობს მარიამ კუბლაშვილი.