1979 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
2003 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა და სახელად იაკობი ეწოდა.
2010
2010 წლის 9 მაისს, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავრების თანამწირველობით, ეპისკოპოსად აკურთხა;
2010 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობი დაინიშნა პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში;
2010 წლის 21 დეკემბერს – ცურტავის ეპისკოპოსი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.
2013 წლიდან კი ბოდბელი ეპისკოპოსია.
2019 წლის 9 ივნისს მას მთავარეპისკოპოსობა ებოძა. გაგრძელება