28 ოქტომბერი, 2019
ვინ არის მეუფე იაკობი - მათემატიკოსი კონსტანტინე იაკობაშვილი ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა
სკანდალური მეუფე, ბოდბელი ქორეპისკოპოსი იაკობი ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა. მისი საერო ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. რას აკეთებდა კონსტანტინე იაკობაშვილი ერისკაცობაში და რა გზა გაიარა ქორეპისკოპოსობამდე? ვინ არის მეუფე იაკობი? - მეუფე იაკობი, ერისკაცობაში კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი თბილისში 1962 წლის 1 მარტს დაიბადა.

1979 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

2003 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა და სახელად იაკობი ეწოდა.

2010
წლის 7 მაისს წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი გამოარჩია ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად.

2010 წლის 9 მაისს, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავრების თანამწირველობით, ეპისკოპოსად აკურთხა;

2010 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობი დაინიშნა პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში;

2010 წლის 21 დეკემბერს – ცურტავის ეპისკოპოსი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.

2013 წლიდან კი ბოდბელი ეპისკოპოსია.

2019 წლის 9 ივნისს მას მთავარეპისკოპოსობა ებოძა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS