"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორს სანდრო ბერიძეს ოჯახი და მეგობრები მესამე დღეა, ეძებენ. დაკარგული ბიჭის ტელეფონი ბოლოს ანძებმა ცხვარიჭამიას ტყის ტერიტორიაზე დააფიქსირეს, სადაც ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
29 წლის ბიჭის დედა, ნინო ლოლაძე "რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ შვილს ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა ტელეფონით. დედა აღიარებს, რომ შვილს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაზეც მამას ესაუბრა:
"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული იყო, სამწუხაროდ... ამის ხმამაღლა თქმას ვერიდებოდით. ბოლოს 25 ოქტომბერს, შუადღისას დამირეკა, ძალიან
ცუდ მდგომარეობაში იყო. თავისი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა... დაგვემშვიდობა, მეც, თავის ძმასაც, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო", - უთხრა "კურიერს" სანდრო ბერაძის დედამ.
გაგრძელება