28 ოქტომბერი, 2019
"დაგვემშვიდობა მეც, თავის ძმასაც..." - დაკარგული ოპერატორის დედის თქმით, 29 წლის სანდრო ბერიძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულია
"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტორს სან­დრო ბე­რი­ძეს ოჯა­ხი და მე­გობ­რე­ბი მე­სა­მე დღეა, ეძე­ბენ. და­კარ­გუ­ლი ბი­ჭის ტე­ლე­ფო­ნი ბო­ლოს ან­ძებ­მა ცხვა­რი­ჭა­მი­ას ტყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­ფიქ­სი­რეს, სა­დაც ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი.

29 წლის ბი­ჭის დედა, ნინო ლო­ლა­ძე "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ შვილს ბო­ლოს 25 ოქ­ტომ­ბერს ესა­უბ­რა ტე­ლე­ფო­ნით. დედა აღი­ა­რებს, რომ შვილს გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, რა­ზეც მა­მას ესა­უბ­რა:

"აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, სამ­წუ­ხა­როდ... ამის ხმა­მაღ­ლა თქმას ვე­რი­დე­ბო­დით. ბო­ლოს 25 ოქ­ტომ­ბერს, შუ­ა­დღი­სას და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან
ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გა­და­წყვი­ტა... დაგ­ვემ­შვი­დო­ბა, მეც, თა­ვის ძმა­საც, ბო­დი­ში მოგ­ვი­ხა­და და გვი­თხრა, აღარ ვა­პი­რებ ასეთ ჯო­ჯო­ხე­თურ ცხოვ­რე­ბა­ში ყოფ­ნა­სო", - უთხრა "კუ­რი­ერს" სან­დრო ბე­რა­ძის დე­დამ. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS