გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.
- სოციალურ ქსელში ბოლო დროს ხშირად გამოხატავთ პროტესტს მთავრობის წევრების მიმართ, რა იწვევს თქვენს პროტესტს?
- ჩემი პროტესტი განსაკუთრებით გამოიწვია გასაუბრებებმა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელობის კანდიდატებთან, ეს არის საშინელება, სამარცხვინოა. როცა ამას ვუყურებდი, სად ჩავმძვრალიყავი არ ვიცოდი. ჩვენს ქვეყანას დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმი ღუპავს.
არც არის ამის აღმოფხვრის სურვილი. ჩვენს ქვეყანაში ხალხს პირადი ნაცნობობით არჩევენ. ნებისმიერი ჩვენთაგანი რომ აიღო, ძმაზე
ახალ თაობას ვერ შეაშინებ, მე ვერ შემაშინეს კომუნისტურ პერიოდში გავლილს და ესენი როგორ უნდა შეაშინო? არ უნახია ის პერიოდი. გახსნილია ყველაფერი, ინფორმაციას ვერ დამალავ. მეცოდება ეს ხალხი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ძველი მეთოდებით ქვეყნის მართვა, შედეგს არ მოგიტანს. იქეთ შემოგიტრიალდება.
- საერთოდ არ ჩანხართ სამთავრობო კონცერტებზე, თქვენი კრიტიკის გამო ხომ არ იბლოკებით?
- მე არ ვარჩევ არავის პარტიული ნიშნით. „ქართული ოცნება“, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ მადარდებს ის, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში. ნუ დამიძახებენ კონცერტებზე, რა პრობლემაა, ბოლოსდაბოლოს, მე თვითონ ჩამოვწერე ჩემი თავი წლების წინ, როცა პოპულარობის პიკში ვიყავი.