– ბორის, იყო მითქმა-მოთქმა შენი შვილის გამო, რომელიც უკრაინელ გოგონასთან გყავს და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. მიეცი მას შენი გვარი, ალიმენტს თუ უხდი?
– ეს თემა ტაბუდადებული კი არა, დახურულია! მორჩა, მოგვარდა, გვარიც მივეცი და ბავშვს ალიმენტსაც ვუხდი. დედამისი კი არც ჩემი ცოლი ყოფილა და არც საყვარელი. რახან
– ამ ბოლო დროს თვალები სხვანაირად გიბრწყინავს, საკმაოდ დაიკელი წონაში და კარგ ფორმაში ჩადექი. ამბობენ, ეს სიყვარულის დამსახურებაა და მალე ქორწილსაც გეგმავ, ასეა?
– დიახ, მყავს საყვარელი ადამიანი და ვაპირებთ დაოჯახებას. თუმცა, არ ვჩქარობთ, არ გვინდა, მოვლენებს გავუსწროთ. არც მისი ვინაობის გამხელა მსურს. უბრალოდ, გეტყვით, რომ ხუთი თვეა, ერთმანეთს ვხვდებით და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. რაც შეეხება წონას, ფეხსაცმელზე თასმა რომ გამეხსნა, დახრა და შეკვრა გამიჭირდა, მივხვდი, სასწრაფოდ უნდა დამეკლო. გავუჯავრდი ჩემს თავს: კეთილი ინებე და სასწრაფოდ დაიწყე ვარჯიში და სწორი კვება-მეთქი. ასე რომ, დავიწყე სწორი კვება, სირბილი და ვარჯიში, სიყვარულიც დამეხმარა და ოთხ თვეში 17 კილო დავიკელი. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და ქორწილისთვისაც მზად ვარ, მოვირგებ თეთრ ჩოხას ან სმოკინგს (იცინის).
– თუ გიმღერია მისი ფანჯრების წინ და ზოგადად, ქორწინებამდე სექსზე რა აზრის ხარ?
– ძალიან რომანტიკული ვარ, თუმცა, საყვარელი გოგონას ფანჯრების წინ არ მიმღერია და არც შამპანიურები გამიხსნია და დამილევია. რომანტიკა სიყვარულთან ერთად ღვივდება და მერე რას ჩავიდენ, კაცმა არ იცის (იცინის). რაც შეეხება ქორწინებამდე სექსს, თუ ორ ზრდასრულ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ვფიქრობ, მისაღებია. მთავარია, ადამიანი იყოს, თორემ შეიძლება, ქალიშვილი იყოს და ცხოვრება გაგიმწაროს, განათხოვარმა კი, გაგაბედნიეროს. შინაგანად როგორია ქალი, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და არა ქალიშვილობას ან არაქალიშვილობას.
ჟურნალი "თბილისელები"