21 ოქტომბერი, 2019
"გამეხარდება, თუ ყველა თინეიჯერი საკუთარ სურვილზე მაღლა დადგება და არ გასინჯავს ნარკოტიკს"
მომღერალი ლიზა ყენია, რამდენიმე დღის წინ, "რეიტინგის" რესპონდენტი იყო. ინტერვიუში მან ახალგაზრდებს მოუწოდა, უარი თქვან ნარკოტიკზე.

- ერთ გადაცემაშიც ვთქვი, რომ ეს ცოტა ისეთი თემაა... რაღაც ასაკში, სპორტული ინტერესი გიჩნდება, გასინჯო. მაგარი მაშინ ხარ, როცა ამ ინტერესზე მაღლა დადგები და არ გასინჯავ იმას, რაც ისედაც იცი, რომ ცუდია. გამეხარდება, თუ ყველა თინეიჯერი საკუთარ სურვილზე მაღლა დადგება და არ გასინჯავს ნარკოტიკს.

- თავად გაგისინჯავთ?

- გამისინჯავს და ამიტომ ვამბობ ამას, არაფერი განსაკუთრებული არ მომცა - ნარკოტიკი
ცუდია. თუმცა, არ მიმაჩნია სწორად ე.წ. მარიხუანის გამო ადამიანების დაჭერა, ბალახის გამო, რომელიც ბუნების მოვლენაა, ხალხს არ უნდა იჭერდნენ.

კლუბურ ნარკოტიკს რაც შეეხება, მისი გაყიდვის გამო აუცილებლად უნდა ისჯებოდნენ ადამიანები. თუ ვინმეს უნდა გასინჯოს, ეს მისი ნებაა და გასინჯოს, მაგრამ ის ვინც ნარკოტიკებს ყიდის თინეიჯერებზე და პოპულარიზაციას უწევს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS