საქორწინო სუფრა და ინტერიერი ცნობილი დიზაინერის, ანი პირველის დიზაინით იყო გაფორმებული.
ანი პირველი ფართო საზოგადოებამ პირველად ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის საქორწინო ცერემონიალის შედეგად გაიცნო. სწორედ ანიმ გააფორმა ულამაზესი ყვავილებითა და სხვა დეტალებით ყველაზე პოპულარული წყვილის საქორწინო სუფრა.
პირველის მიერ გაფორმებული ახალი ქორწილი, რომელსაც სოც-ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წინანდლის მამულში შედგა.
ახალგაზრდა წყვილს, მარიამ ნაფეტვარიძესა და საბა მღვდელაძეს ფართო საზოგადოება არ იცნობს, რადგან
მარიამი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია. წყვილის ნიშნობა რამდენიმე თვის წინ შედგა.
პატარძალს ქორწილში ეცვა ულამაზესი თეთრი კაბა, რომელიც მაკა ასათიანის რძლის, ნანიკო კლდიაშვილის კაბას გავდა დეტალებით. ისევე როგორც ნანიკოს კაბა, მარიამის კაბაც დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შექმნა.
"რეიტინგი" ახალგაზრდა წყვილს ულოცავს დაქორწინებას და ბედნიერებას უსურვებს.