10 ოქტომბერი, 2019
ჩახუტებული რატი დურგლიშვილი და ექსპირველი ლედი დედაოს სამკაულებით - ყველაზე ცნობილი მოძღვრები, რომლებთანაც ვარსკვლავები მეგობრობენ
ის, რაც ადრე წარმოუდგნელად გვეჩვენებოდა, 21-ე საუკუნეში მოდად იქცა. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით, როგორ აზიარებენ ცნობილი სახეები საკუთარ მოძღვრებთან გადაღებულ ფოტოებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვარსკვლავებს ძირითადად ერთი და იგივე მოძღვრები ჰყავთ ან უბრალოდ მათთან მეგობრობენ.

გაგაცნობთ საქართველოში ყველაზე პოპულარულ მოძღვრებსა და დედაოს, რომლებთანაც „სელებრითები“ მეგობრობენ.

Rating

დედა სიდონიამ უკვე წლებია, რაც არაერთი ქართველი ვარსკვლავის გული მოიგო. ხელოვანი დედაო სხვადასხვა სახის აქსესუარებს ქმნის და პერიოდულად გამოფენებსაც მართავს. მის მიერ წარმოდგენილ სამკაულებს ირგებენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან:
ექსპირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ლიკა ევგენიძე, ნინო ქათამაძე და სხვები.

Rating

პეტრე კოლხი ერთგვარი სახეა თანამედროვე მამაოსი, რომელიც თითქმის მთელ ქართულ შოუბიზნესთან მეგობრობს. ხშირად რთავს ლაივებს, ხუმრობს მათთან ერთად, მღერის და ამავდროულად, მათ სულიერ განვითარებაზე ზრუნავს. მასთან მეგობრობა და ფოტოს გადაღება ერთგვარი მოდაა ვარსკვლავებისთვის.

Rating
Rating

მამა შალვა კეკელიას მრევლია ზურა ხაჩიძე და კიდევ უამრავი ცნობილი სახე, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარს აღსარებაზე სტუმრობენ. პირადად იცნობს მას მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილიც და ერთხელ დეკანოზის მხარდამჭერი პოსტიც კი დაწერა სოციალურ ქსელში.

Rating

თეიმურაზ თათარიშვილი სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზია. ის ხშირად ატარებს ნათლობის რიტუალს ტაძარში და ცნობილი სახეების შვილებსაც ნათლავს. ასევე თეიმურაზს ჰყავს ძალიან დიდი სამრევლო და იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მკაცრი მოძღვარია, მას ხშირად აკითხავენ ცნობილი სახეებიც.

Rating

არქიმანდრიტი ილია ნასიძე ყოვლადწმინდა სამების საპატრიაქო ტაძარში ქადაგებს. მოძღვარი არაჩვეულებრივად მღერის და მას დუეტებიც კი აქვს ჩაწერილი, როგორც ანსამბლ „შვიდკაცასთან“, ისე ლაშა ღლონტთან.

Rating

მამა სერაფიმე ბით ხარიფი ქანდის ტაძრის მოძღვარია და მისი არამეული გალობა მსოფლიო მასშტაბითაა პოპულარული. რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვა, როდესაც მომღერალი უცნობის მიერ ლექსის წაკითხვისას ტაძარში იგალობა. სერაფიმეს ხშირად სტუმრობენ ცნობილი სახეები და ის სატელევიზიო გადაცემების საყვარელი სტუმარია.

Rating
Rating

მამა ანთიმოზ ივერიელმა ორი წლის წინ საკუთარი ნებით თქვა უარი ანაფორაზე და პენსიაში გავიდა, მაგრამ როგორც ფეისბუქის მის პირად პროფილზე ვკითხულობთ, სტატუსის აღდგენა სურს. შეიძლება ითქვას, რომ მამა ანთიმოზი ერთდოროულად საყვარელი მოძღვარია მიშა მესხის, ერეკლე დეისაძის და გია კორკოტაშვილის.
Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS