09 ოქტომბერი, 2019
GIPA-ს ლექტორი ლექციაზე რომაული აღჭურვილობით მივიდა
ჯიპას ლექტორმა, ნიკა ხოფერიამ სტუდენტებს სიურპრიზი მოუწყო და ლექციაზე რომაელი მეომრის აღჭურვილობით გამოჩნდა.

ხოფერია სტუდენტებს საქართველოს ისტორიის საგანს ასწავლის. როგორც ლექტორი ფეისბუქზე წერს, რომის ისტორია ბავშვობიდან მისი ერთ-ერთი საყვარელი თემაა:

“ამ სემესტრში საქართველოს ისტორიას ვასწავლი სტუდენტებს GIPA-ში. მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა.

დიდი ხანია მინდოდა მსგავსი ლექციის მოწყობა
და იდეას ხორცი შევასხი ჩემი მეგობრის, გამორჩეული ნეოკლასიცისტი მხატვრისა და რომის ისტორიის დიდი მოყვარულის, ბრუნო ვეფხვაძის დახმარებით, რომელიც ყოველთვის ენთუზიაზმით ხვდება ასეთ ამბებს”,- აღნიშნა ნიკა ხოფერიამ.

Rating

საქართველოს ისტორიის აღნიშნული ლექცია დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილით. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები, რომლებიც ორიგინალი სამოსის ზომა-წონის იყო.

“გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები (ნატურალური ზომა-წომის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur, Centurion), რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის მივიჩნიე საჭიროდ. ცოტა რომაული სამაგიდო თამაში Latrunculi-ც ვითამაშეთ ბოლოს”, – ამბობს GIPA-ს ლექტორი.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS