ხოფერია სტუდენტებს საქართველოს ისტორიის საგანს ასწავლის. როგორც ლექტორი ფეისბუქზე წერს, რომის ისტორია ბავშვობიდან მისი ერთ-ერთი საყვარელი თემაა:
“ამ სემესტრში საქართველოს ისტორიას ვასწავლი სტუდენტებს GIPA-ში. მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა.
დიდი ხანია მინდოდა მსგავსი ლექციის მოწყობა
საქართველოს ისტორიის აღნიშნული ლექცია დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილით. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები, რომლებიც ორიგინალი სამოსის ზომა-წონის იყო.
“გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები (ნატურალური ზომა-წომის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur, Centurion), რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის მივიჩნიე საჭიროდ. ცოტა რომაული სამაგიდო თამაში Latrunculi-ც ვითამაშეთ ბოლოს”, – ამბობს GIPA-ს ლექტორი.