დაახლოებით ერთი წლის წინ კი ანრიმ ვერიკოს მორიგი კლიპი გადაიღო, „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“, სადაც ქართველი მსახიობების თითქმის ყველა თაობის ვარსკვლავების თავშეყრა მოხერხდა. ერთობლივად იმუშავეს კლიპზე „თუ არ
დაახლოებით ერთი წლის წინ „რეიტინგი“ გიყვებოდათ, რომ ვერიკო ტურაშვილი შეყვარებულია და რომ მისი რჩეული „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა. ლაშა ანრის საგულშემატკივროდ ბაქოში „ევროვიზიაზეც“ იყო წასული. გახსოვთ ალბათ, რომ ანრის ბექებში ნინი შერმადინთან, ნინო ძოწენიძესა და მაგდა ჯოხაძესთან ერთად ვერიკო ტურაშვილიც მღეროდა. რამდენიმე თვის წინ ანრისა და ვერიკოს უთანხმოება იმით დაიწყო, რომ ანრი შეეცადა, ვერიკოსთვის თვალი აეხილა - უთქვამს, შეყვარებული გღალატობსო. თავიდან ვერიკოს დაუჯერებია ანრისთვის, მაგრამ მოგვიანებით საყვარელმა ადამიანმა მისი გადარწმუნება მოახერხა. ანრის ვერიკოსთვის ფული ჰქონია ნასესხები და მათ შორის ურთიერთობა რომ დაიძაბა, ანრის ფულის დაბრუნება უთხოვია. ვერიკოს პასუხი კი ყოფილა, რომ მისი არანაირი ვალი არ ჰქონდა. გაგებული ამბის გადამოწმება ანრი ჯოხაძესა და ვერიკო ტურაშვილთან ვცადეთ.
- ანრი, გავიგეთ, რომ შენსა და ვერიკო ტურაშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ერთ დროს ახლო მეგობრები იყავით. რამდენიმე ძალიან კარგი კლიპი გადაიღეთ. რა მოხდა თქვენ შორის?
ანრი ჯოხაძე:
- ვისგანაც გაიგეთ ეს ამბავი, დეტალებსაც გეტყოდნენ. ჩემგან კომენტარი რატომ გინდათ?
- დაახლოებით ვიცით, მაგრამ თქვენგან გვინდა გავიგოთ, რეალურად რა მოხდა.
- არაფრის თქმა არ მინდა. სირცხვილია ამ ყველაფერზე ლაპარაკი.
- ვიხილავთ თუ არა თქვენს ერთობლივ ნამუშევრებს უახლოეს მომავალში?
- არასოდეს. ამ ფაქტს დაგიდასტურებთ. მე მასთან აღარ ვიმეგობრებ. დანარჩენზე არაფერს ვიტყვი.
- ვერიკო, გავიგეთ, რომ ანრი ჯოხაძესთან აღარ მეგობრობ.
ვერიკო ტურაშვილი:
- სიმართლე გითხრათ, ამ ამბავზე არაფერი მაქვს სათქმელი.
- ანრიმ გვითხრა, რომ აღარ ხართ მეგობრები.
- ჰოდა, მაშინ მხოლოდ ანრის კომენტარი იკმარეთ. მე აღარაფერს ვიტყვი.
- შემიძლია, დეტალებიც გითხრათ, რის გამოც იჩხუბეთ.
- აბა, რას ამბობენ?!
- ამბობენ, რომ რაღაც რაოდენობის თანხა გამოართვი ანრის და აღარ დაუბრუნე.
- ტყუილია, ეს ძალიან დიდი ტყუილია, ანრი თუ ამას ადასტურებს, მაშინ გაურეკია და ვერ გაუგია. ეს ძალიან დიდი ტყუილია და ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ.
- იმასაც ამბობენ, რომ შენსა და შენს შეყვარებულს შორის მესამე ადამიანი ჩადგა. ანრიმ ეს გითხრა, შენ არ დაიჯერე და საბოლოოდ ამის გამო იკამათეთ.
- ესეც ტყუილია, არც მესამე ადამიანი არსებობს და არც მეოთხე. როგორც ჩანს, ანრის მოსწონს ამ ყველაფრის ლაპარაკი. თუ ანრი ამ ყველაფერს ადასტურებს, მაშინ არც ვიცი, რა ვთქვა.
- ანრი ჩვენთან საუბარში მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ აღარ ხართ მეგობრები.
- თუ ანრი ამას ამბობს, შეუძლია ისიც თქვას, რატომ აღარ ვართ მეგობრები. ამ ორ მიზეზზე ძალიან მეცინება და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ტყუილია.
- ანუ თქვენ ძველებურად მეგობრობთ და კვლავ ვიხილავთ ერთობლივ ნამუშევრებს?
- მე და ანრიმ თუ ვიკინკლავეთ, ამ უთანხმოებას მე მხოლოდ ამ სახელს დავარქმევ, ვფიქრობ, რომ არ ღირს საჯაროდ განხილვა. სხვას ვერაფერს გეტყვით...
თეკლა ჟვანია
ჟურნალი „რეიტინგი“