04 ოქტომბერი, 2019
ნანიკო ხაზარაძე და ლევან მათითაშვილი სიყვარულს 5 წელი მალავდნენ
ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გულახდილი რესპონდენტია, თუმცა საკუთარ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ იშვიათად საუბრობს.

ნანიკო რამდენიმე თვის წინ გათხოვდა, მისი რჩეული ლევან მათითაშვილი არის. წყვილი თავიანთ რომანს ხუთი წელი მალავდა.

"ჩვენი ურთიერთობის შესახებ დიდი ხანი არავინ არაფერი იცოდა. რატომღაც აგდავწყვიტე, რომ არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს ჩემს ცხოვრებაზე. რაღაც მომენტში კი დადგა ეტაპი, როდესაც აგდავწყვიტე, ეს გამესაჯაროებინა.

ჩვენ ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვ
ართ, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია. ვთვლით, რომ ასეთი რაღაცები ჩვენს ურთიერთობას არ სჭირდება. ჩვენს ურთიერთობას ხელის მოწერა არც არაფერს შეჰმატებს და არც არაფერს დააკლებს. ასედაც ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ".

ვრცლად იმ ტელეწამყვანის ინტერვიუს, რომელსაც უკვე 46 წელი შეუსრულდა, მაგრამ ასაკს არ მალავს, წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში. როგორც ის ამბობს: „46 უკვე ბევრია. ერთადერთი ის მახარებს, რომ როცა იგებენ ჩემს ასაკს, უკვირთ, არაფერი გეტყობაო“.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS