- ქალბატონო თამრიკო, ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო, სად გააგრძელებთ მუშაობას „რუსთავი 2“-ზე თუ „მთავარ არხზე“?
- მე ვაგრძელებ თანამშრომლობას იქ, სადაც კეთდება ჩემი რუბრიკა. ამ რუბრიკის იდეა ნიკა გვარამიას
- როდიდან დაბრუნდებით ეთერში?
- ეთერში, სავარაუდოდ, დავბრუნდები 27 ოქტომბრიდან.
- „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტმა არ შემოგთავაზათ არხზე დარჩენა?
- რა თქმა უნდა, იყო შემოთავაზება, მაგრამ ჩემი მხრიდან სწორი არ იქნებოდა, ნიკას დაწყებული საქმე გამეგრძელებინა არხზე, სადაც ის აღარ არის. სადაც ნიკა წავიდა, მეც იქ ვარ.
მე ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა პოზიცია, როცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი პრინციპულად არ უყურებდა „რუსთავი 2“-ს. გახსოვთ, მე ოპოზიციურად ვიყავი განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ, მიმაჩნდა, ახალი ხელისუფლება იყო ახალი სისხლი, რომელიც ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ ამის მიუხედავად „რუსთავი 2“-ს სულ ვუყურებდი, ყველას აზრი უნდა მოისმინო მდგომარეობის სწორად გასაცნობად.
მიკერძოებას რაც შეეხება, „იმედიც“ მიკერძოებული არხი იყო და „რუსთავი 2“-იც. დღეს ბედნიერები იქნებოდნენ „მთავარი არხი“ რომ არ გასულიყო ეთერში?
მომწონს ალტერნატიული არხი და მოსაზრება რომ შეიქმნა. თუ ოცნებას მხარს არ უჭერ, ნაციონალი ხარ - მსგავსი კომიკური სიტუაცია შესაძლოა საქართველოში მოხდეს. ბევრი საინტერესო მოვისმინე „მთავარი არხისგან“ და წარმატებას ვუსურვებ. მე რაც მაღიზიანებდა, ნიკას გამოხატვის ფორმა მოხსნილი აქვს ყველაფერი, ძალიან საინტერესო მასპინძელია სტუდიაში და ეს მსიამოვნებს. ყველას ვურჩევ ყველა არხს უყუროს. თუმცა, ერთ-ერთი ძალიან მიკერძოებულია და გვასულელებენ, რომ ყველაფერი კარგად არის. ხანდახან ვფიქრობ, სიზმარში ხო არ ვარ.
- იმედს გულისხმობთ?
- არამხოლოდ „იმედს“. უამრავი არხია. მე უგუნურების მეტს ვერ დავარქმევ იმ ხალხს, ვინც ცილისმწამებლური რაღაცეები დაწერა ჩემზე. სიმართლე გითხრათ, ეს არც გამკვირვებია, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც არ დაინდეს შვილმკვდარი მაია ასათიანი, შორენა ბეგაშვილი, რომელსაც შვილი უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავდა და ორსული ნინი ბადურაშვილი, გასაკვირი არაფერია.
მე ქართველი ხალხის მხარეს ვარ, ვინც კეთილგონიერად არის განწყობილი თავისი ქვეყნის და შვილების მიმართ.
ძალიან დავინგრევით, თუ ამ გზაზე წავალთ. გონს მოეგეთ, გეკითხებით, კარგად ხართ?
- ნიკა გვარამიას გუნდში ხართ, ის ხალხის მხარეს არის?
- მე ნიკა გვარამიას გუნდში კი არ ვარ, მე ვარ იმათ გუნდში, ვინც საღად აზროვნებს. ნიკა გვარამია რატომ არ არის ხალხის მხარეს, ამდენი ხალხი ხალხი არ არის, ვინც აქციებზე დგას? ისინი ხალხად არ ითვლებიან? ამდენი უპარტიო ადამიანი იდგა იქ. ბევრი ახალგაზრდა, რომელთა წინაშე ქედს ვიხრი თქვენი საშუალებით. მე ხალხი სადაცაა, იმ გუნდში ვარ.