მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-11 მუხლში კი ვკითხულობთ, რომ კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ მისი ოჯახის წევრი ანაზღაურებად საქმიანობას ასრულებს იმ პირისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში შედის.
შესაბამისად, მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია ტელევიზიის დაჯარიმება, თუ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
„ამ შემთხვევაში თუ ნათია ლაზაშვილი იღებს ხელფასს კურიერის წამყვანის პოზიციაზე მუშაობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს, გიორგი
On.ge-სთან საუბარში თავად გიორგი ფრუიძეც ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნათია ლაზაშვილი კურიერს წაიყვანს, ინტერესთა კონფლიქტი იქნება.
ცნობისთვის, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, პარლამენტს შეუძლია კომისიის წევრის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყოს.
გაგრძელება