ვერიკო ტურაშვილი ქვრივი გახლდათ და ამ თემაზე ღიად ყველა ინტერვიუში საუბრობდა, როდესაც საზოგადოებისთვის მოულოდნელად ორსულად აღმოჩნდა. ბავშვის მამა „რუსთავი 2“-ის ოპერატორი და ამჯერად უკვე ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე გახლდათ, თუმცა, წყვილის თანაცხოვრება არ შედგა და მომღერალმა გადაწყვიტა, შვილი ქმრის გარეშე გაეჩინა. ჰქონდა
ნინო ქაჯაია იმ თაობის ჟურნალისტია, რომლებიც დღემდე არ ავიწყდება საზოგადოებას. ნინოსა და ნიკა ტაბატაძის წყვილი წლების წინ განსაკუთრებულად პოპულარულები იყვნენ, თუმცა, დაშორდნენ და ნიკამ ცალკე ოჯახი შექმნა. ნინო არ გათხოვდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, შეეძინა ულამაზესი გოგონა, თაია ქაჯაია, რომელიც უკვე 12 წლისაა.
თამო ვაშალომიძე ორსულობის პერიოდში გადაცემებში ყვებოდა, რომ ჰყავდა მამაკაცი, რომელზეც დაოჯახებას აპირებდა და განსაკუთრებულად ანებივრებდა. თუმცა, სოფიას დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და საყვარელი მამაკაცი მოდელის ცხოვრებიდან გაქრა. თამო დღემდე არ ამხელს მის ვინაობას და გოგონას მარტო ზრდის.
თაკო ჩორგოლაშვილი პოპულარობის პიკში იყო, როდესაც შვილის გაჩენა გადაწყვიტა. ჟურნალისტი კალათბურთელ რეზი დიდიასთან უკვე რამდენიმე წლის დაშორებული იყო. გოგონას შეძენის შემდეგ, თაკო ეკრანს არ დაბრუნებია, მაგრამ სხვადასხვა პროექტში ისევ აქტიურობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის მამის ვინაობაზე დღემდე არ საუბრობს.
ნინო კალანდაძის ორსულობა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებისთვის. პოლიტიკოსს ბიჭი შეეძინა, თუმცა, ბავშვის მამის ვინაობა დღემდე უცნობია. შვილს ნინომ ბაბუის სახელი დაარქვა და თავისი გვარი მისცა. პოლიტიკოსი დღემდე არ დაოჯახებულა, თუმცა, ბოლო დროს სოციალურ ქსელში მისი და ასევე პოლიტიკოს ზაზა ბიბილაშვილის საერთო ფოტოები ხშირად ვრცელდება.