23 სექტემბერი, 2019
რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება, გაღვიძება, შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ - გიორგი გვარჯალაძე გარდაცვლილ შვილზე
მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ქალიშვილზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. გვარჯალაძის თქმით, უფრო და უფრო მძიმეა შვილის გარეშე ცხოვრება.

„რაც უფრო ვამყარებ კავშირს შენთან, მით უფრო ვკარგავ კავშირს რეალურ სამყაროსთან. ძალა და სიტყვები გამომელია. რომ გეძინა შენს საწოლთან მოვდიოდი და თავს გადებდი, მერე ცრემლები მომდიოდა. ზოგჯერ ამ დროს იღვიძებდი, თავს წევდი და ამბობდი: - მიყვარხარ, მა. - მე უფრო... მერე მკოცნიდი ტკბილად, მეც გკოცნიდი შუბლზე, ხელზე და ბოლოს ფეხის გულზე, რომელსაც შენ საბნის ქვეშ მალავდი.
ამ დროს ვიგებდი უკვე რამხელა გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის მაინც პატარა ლენო ხარ, პატარა მწვანე კურდღელი... რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება: გაღვიძება, მომავალზე ფიქრი, გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ, აღქმა, რომ ფიზიკურად ვარსებობ, ცრემლების შეკავება, ჭამა (შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ?). საერთოდ ნებისმიერი რამის კეთება - რა ინტერესი უნდა მქონდეს? შენ აღარ ხარ, დაღლილი ინერციით ვაგრძელებ ცხოვრებას. ნინიზე და ქეთიზე ზრუნვა, დაბრედილი ვარ, ვერ ვზრუნავ. ბევრი ვისწავლე შენგან დიდი განსაცდელის ფასად, რაში მჭირდება ეს ცოდნა, უარეს განსაცდელში რომ არ მოვხვდე? ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ”, - წერს გიორგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS