23 სექტემბერი, 2019
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო რწმუნებული უშგულიდან - "ყველაფერი გადავდე და სვანეთზე გადმოვერთე"
უშ­გუ­ლის თემს ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ჰყავს. 28 წლის ბექა ღვა­ჩლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ პოსტზე ორი კვი­რის წინ კონ­კურ­სის წე­სით და­ი­ნიშ­ნა.

რო­გორც AMBEBI,GE-ს თა­ვად უყ­ვე­ბა, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მი­სადმი ნდო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ახალ­გაზ­რდა წარ­მო­მად­გე­ნელს თე­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რი გეგ­მე­ბი აქვს და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მო­სა­ხე­ლო­ბის, თემ­თა საბ­ჭოს, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით აპი­რებს. გვიყ­ვე­ბა, რომ უშ­გუ­ლი დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას და მის­თვის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ჩემი სურ­ვი­ლი იყო ეს და კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე. ეს სურ­ვი­ლი გამ­ყა­რე­ბუ­ლი
იყო მოსა­ხლეო­ბის მხარ­და­ჭე­რი­თა და მათი მო­თხოვ­ნით. ნდო­ბა გა­მო­მი­ცხა­დეს და ჩემი ვალი იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამე­ღო. დღეს უშ­გუ­ლი დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას. სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია უნდა იყოს ცენ­ტრა­ლურ მთავ­რო­ბას­თან, რად­გან აქ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­და­იჭ­რას. რა თ­ქმა­ უნ­და, კო­მუ­ნი­კა­ცია აქამ­დეც იყო, თუმ­ცა, ეს არ იყო საკ­მა­რი­სი. მო­სახ­ლე­ო­ბა ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას ითხოვს, მათ რე­ა­ლუ­რად აქვთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბი. ახ­ლი­დან ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე ყო­ფი­ლი უხუ­ცეს­თა საბ­ჭო, რო­მელ­საც დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო საბ­ჭო ჰქვია. ეს საბ­ჭო თემ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვე­ტას ით­ვა­ლის­წი­ნებს. დღეს ეს გა­მარ­თლე­ბუ­ლი მგო­ნია, რად­გან არ იქ­ნე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. აქ ძა­ლი­ან ბევ­რი მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხე­ბია. მა­გა­ლი­თად, მი­წე­ბის გა­და­ფორ­მე­ბის სა­კი­თხი. ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა, რდა­გან მამა-პა­პი­სე­ულ მი­წებ­ზეა სა­უ­ბა­რი. ამა­ზე ჩემი აზრი გა­მაჩ­ნია, მაგ­რამ აქ არი­ან უხუ­ცე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა აზრი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბექა ღვა­ჩლი­ან­მა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS